ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საიფორმაციო სამსახური კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას.
ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახური სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება.
ასევე, მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში.
ასევე, ვითხოვთ დამატებით განმარტებებს, რატომ არ გაასაჯაროვა ეს ჩანაწერები მათი მოპოვებისთანავე, რამდენადაც ჩანაწერებიდან სავარაუდოდ ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მათი შინაარსი ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალი სიტყვის დაცვის ერთადაერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია. მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები“, - ნათქვამია განცხადებაში.
http://www.info9.ge/sazogadoeba/131979-rus...html?lang=ka-GEმოგიდღანთ სიტყვის თავისუფლება და ტელევიზია