“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მამისონზე მეტეოსადგურის რუსების მიერ დაკავების ახალ ამბად გასაღება“
05 November 2015 0 7
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს მანანა მჭედლიშვილის განცხადებით, მამისონზე მეტეოსადგური რუს მესაზღვრეებს 2009 წლის ივნისიდან აქვთ დაკავებული.
ასე ეხმაურება მჭედლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამისონის უღელტეხილზე რუსი მესაზღვრეები დადგნენ და იქ დროშა აღმართეს.
“არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მამისონზე მეტეოსადგურის რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავების ახალ ამბად გასაღება, ან ვის რატომ უხარია ეს. რუსი მესაზღვრეები იქ 2009 წლის ივნისში დადგნენ და დროშაც მაშინ აღმართეს. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია იყო ის, რომ მალევე ააფეთქეს ხიდი სოფელ ღურშევთან, რომელიც მამისონის მეტეოსადგურდან დაახლოებით 20 კილომეტრით იყო დაშორებული. სწორედ ხიდის აფეთქებით გახმაურდა ეს ამბავი. ქართველი მესაზღვრეები კი კურორტ შოვთან დაბანაკდნენ. ხოლო ღურშევთან პატრულირებას სულ 2-3- მესაზღვრე აგრძელებდა. მაშინ მალევე ვიყავი ღურშევში რეპორტაჟზე ასელი და მდინარის ნაპირზე, ხიდის ძველი ადგილიდან 200-300 მეტრში ეყარა უძველესი ხიდის ლითონის კონსტრუქციის დაფლეთილი ნაწილები. ხიდი მალე აღადგინეს, თუმცა, მეტეოსადგურზე რუსი მესაზღვრეები დარჩნენ მას შემდეგ. ეს ძალიან ახლო წარსულია და არ ვიცი, ამ ამბის ახალ ამბად გასაღებელს მთელი ქვეყანა მეხსიერებადაქვეითებული ჰგონია?“, – წერს მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
http://accent.com.ge/ge/news/details/1289-...%83%90%E2%80%9Cმე ვიცი ვის დასჭირდა, ან რა გამოცნობა უნდა?!
აი ამ დაპანიკებულ-გაფაქტულ ვირთხებს დასჭირდათ, მამისონის ამბის ახალ ამბად გასაღება!

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სუს–ი “რუსთავი 2“–ის შენობასთან გადაღებული ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპირებს
04 November 2015 0 132
“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სუს–ი “რუსთავი 2“–ის შენობასთან გადაღებული ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპირებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
“სუს–ის აგენტურა დაკავებული იყო “რუსთავი 2“–ის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანაწერების გაკეთებით. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სუს–ის თანამშრომლები დადიოდნენ. ისინი ახდენდნენ იქ მისული მოსახლეობის პროვოცირებას. თუ ეს ჩანაწერები გამოქვეყნდა, ეს არის მათი აგენტების მიერ გამოქვეყნებული და არაფერი საერთო არ აქვს რუსთავი 2–ის დამცველებთან. დღეს ან ხვალ აპირებენ ფაბრიკაციების გამოშვებას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
http://accent.com.ge/ge/news/details/1232-...%83%91%E1%83%A1