„საქართველოს შეუძლია, ხელი შეუწყოს სავაჭრო აბრეშუმის გზის აგებას ბრაიტონიდან პეკინამდე“, - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული The Telegraph-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოპედს, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ეძღვნება.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ევროპასა და აზიას და აღნიშნულია საქართველოს როლი ამ გლობალური კეთილდღეობის და თანამშრომლობის დერეფანში.
„ჩემი მთავრობის მიზანია, ავაშენოთ აყვავებული საქართველო, რომელიც სტრატეგიულად იყენებს თავის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც რეგიონალური გაცვლა-გამოცვლის ცენტრი, საქართველო არის ევროპისთვის ბუნებრივი დამკავშირებელი გზა აზიასთან. როგორც ევროპის ყველაზე აღმოსავლეთი სახმელეთო და საზღვაო წერტილი, ჩვენ ვართ ევროპისთვის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთთან ვაჭრობისთვის. ჩვენი ახლო კავშირები ევროკავშირთან, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, და ჩვენი მზარდი სავაჭრო კავშირები ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან, წარმოაჩენს საქართველოს, როგორც იდეალურ პლატფორმას ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკური გაცვლა-გამოცვლის ადგილად“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
პუბლიკაცია სრულად იხილეთ: 
http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/...to-Beijing.htmlარაა რაში ყრიან ფულებს :დ ძლივს დააწერინეს რაღაც პოზიტივი
ნუ პრინიპში ჩინელბის ჩამოსახლება უნდა და ქართველობის წართმევა ,, უი დღეს ეს აღარაა პოპულარული თემა   
 
        
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.