"თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. ესენია ჰიდროელექტროსადგური მტკვარიჰესი; ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი; რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო; გალერეა თბილისი; სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში; პანორამა თბილისი; სასტუმრო Axis Towers; მაღალი დონის კომპიუტერული მონაცემთა ცენტრი.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. 2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. 2013-15 წლებში განხორციელდა 87 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომლის ჯამურმა ღირებულებამ - 62 000 000 ლარი შეადგინა. იაფი კრედიტით ისარგებლა 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა, სახელმწიფო საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებით გაიღო 68 მილიონი ლარი.
2016 წელს მოხდება 49 სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია 5 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; დაფინანსებულია 139 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო,სადაც დასაქმდა 2992 ადამიანი, ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 102 მლნ აშშ დოლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით 2016 წელს დამატებით გაიხსნება 15-20 გამამუშავებელი საწარმო. 2013, 2014 და 2015 წლებში 800 ათასამდე მცირემიწიანმა ფერმერმა მიიღო 306 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი მიწის დამუშავებისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად.
ყოველწლიურად მუშავდება 210 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი. 2016 წელს სარგებელს მიიღებს დამატებით არანაკლებ 100-150 ბენეფიციარი თანამედროვე ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის. აგროდაზღვევის შედეგად 2014-2015 წლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი. 189 მლნ. ლარის ღირებულების მოსავალი, დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 23,143 ჰექტარს, სააგენტოს მიერ დაფინანსებულია 13,545,034 ლარის პრემია.
ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობა - 2016 წლიდან დაიწყება 2 ეტაპიანი პროექტის განხორციელება. 2016 წლის განმავლობაში პლანტაციების რეაბილიტაციას მოხმარდება 3.5 მლნ. ლარი; პროექტის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ ყოველწიურად დამატებით იწარმოება 1500-2000 ტონა ქართული ჩაი", - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
http://www.ipress.ge/new/17298-tanainvesti...as-akhorcielebsრაც აქ წერია იმის ნახევარი რომ გაკეთდეს ძალიან მაგარი იქნება........