#46089720 · 30 Oct 2015, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეზიარა,დარდსაც,იმედგაცრუებასაც.ადრე დიდი ხნის წინათ ამ სამყაროში ერთი სულელი,გულჩვილი,მეოცნებე გოგო დააბიჯებდა.დარდისა და ტკივილისთვის ძალიან პატარა იყო.თუმცა ცხოვრებამ მალე გაზარდა.მალე დააანახა შავ-თეთრი სამყარო რომელშიც თურმე არც კამფეტების წვიმა მოდიოდა და არც ნაყინი თოვდა,როცა ეს გაიგო სიმწარესაც ეზიარა,ტკივილსაც არადა იმ დროს მისი ნაზი კანისთვის ადრე იყო მლაშე ცრემლი ტკივლისგან დამანჭულს სახეზე რომ ჩამოუგორდა.ადრე დაენამა კანი ცრემლით.ცხოვრებას მოუნდა მისთვის დედა წაერთმია. მაგრამ რაღაც ძალამ ის გადაარჩინა. როცა შუაღამეს მამამ გააღვიძა დედაშენთან უნდა წავიდეთ მეორედ ჭრიანო ვერ გაიაზრა.ვერ მიხვდა რომ შეიძლებოდა დედა წასულიყო. ის ღამე ახლაც მწარედ აგონდება. კარგად ახსოვს დედა როცა საოპერაციოსი შეჰყავდათ ამ დროს ერთმა ქალმა თავისი ქმრის პალატაში შეყვანა. მოხუცი ცოლ-ქმარი იყო.მისი ქმარი საერთოდ ვერ აზროვნებდა. ყოველ შემთხვევაში იმ გოგოს ასე მოეჩვენა. ''მემგონი თავისით ვერც სუნთქავს''გაიფიქრა გოგონამ იმ წამლების და შარდი სუნს ვერ გაუძლო ისე გამოვარდა გარეთ თითქოს ჯოჯოხეთიდან გარბისო მაგრამ წინ კიდევ უარესი შეეჩეხა.ატირებული ახლობლების გროვა. კარგად ახსოვს დედამისი რომ გამოიყვანეს მუდმივად სიცოცხლით სავსე სახეზე მხოლოდ სიცივე და დახუჭული თვალები დაინახა. იმ ღამეს დედამისის პალატაში ეძინა.მართალია წამლების სუნს ვერ უძლებდამაგრამ მაინც დაიძინა. დილით ადრე გაახილა თვალები რომ დედა ენახა.მაგრამ დედას ეძინა.თვალები ისევ ეხუჭა. გულის ფანცქალით ელოდა დედა როდის გამოფხიზლდებოდა.როგორც იქნა გაიღვიძა.მერე ყველაფერი კარგად მიდიოდა. სანამ დედა-მამის დაშორების ამბავი არ გაიგო.ახსოვდა მამის სიმთვრალის დროს ჩადენილი საქციელები და მიხვდა რაშიც იყო საქმე. როცა დედა მივიდა და უნდა წაეყვანა გოგონას მამის ნახვა ბოლოჯერ მოუნდა.მან ნახა მამა და აცრემლებულმა დატოვა ის ადგილი.მამამ თვალი მოჰკრა და სახლში მივიდა. გოგონას ახსოვდა მამამისის ტირილნარევი ხმით ნათქვამი ''გამოვსწორდები გპირდები'' თუმცა ამ სიტყვებს დამაჯერებლობა აკლდა.გოგონას გული დაწყდა. დედამ ის წაიყვანა მან თავი ისე დაიჭირა თითქოს პატარა იყო და ვერაფერს ხვდებოდა.სინამდვილეში ენატრებოდა მამა და მისი ნახევარ დაძმა. ენატრებოდა ის მეგობარი რომლისგანაც მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფდა.ენატრებოდა შუაღამისას ბავშვებთან ერთად სირბილი. და ნატრობდა ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი ყოფილიყო.რომლისგანაც მისი რაინდი მამიკო დაიხსნიდა დედა კი შუბლზე აკოცებდა და დაამშვიდებდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მამა მას შემდეგ არც კი შეხმიანებია.მერე გოგო მიხვდა რომ მამას შვილები იქაც ჰყავდა და მის ზარს აღარ დალოდებია. ახლა ის უკვე დიდია.მაგრამ მაინც სტკივა თავისი შეცდომებით სავსე წარსული და ენატრება ხანმოკლე,მაგრამ უდარდელი ბავშვობა. გოგონას სამყარომ თავისი ადგილი მიუჩინა. ის ერთ დროს ამაყად თავაწეული დააბიჯებდა მაგრამ ცხოვრებამ თავდახრილი სიარული ასწავლა.
--------------------
We are at the center of the galaxy only in our own tortured minds.
|