ყველაზე ცუდი გრძნობაა,როცა ამდენ ადამიანში თავს მარტო გრძნობ.მეც არვიცოდი რა მექნა და გადავწყვიტე წავსულიყავი,ოღონდ არავინ იცის სად...ბევრი ვიარე,დავდიოდი მთელი სიმწრით,მივრბოდი.ვცდიილობდი რაც შეიძლება მალე მივსულიყავი ხიდამდე,თანაც ვფიქრობდი.ვფიქრობდი ძალიან ბევს,დავიარებოდი უგზოუკვლოდ და უბრალოდ მინდოდა სიკვდილი...მინდოდა ფრენა...მინდოდა სიცოცხლეც...და მინდოდა ყველა ამქვეყნიური გრძნობა განმეცადა,ვიყავი ძალიან ბედნიერი და თანაც უბედური.უბედური იმიტომ,რომ მიჭირდა,ბედნიერი იმიტომ რომ მივდიოდი.ხიდზე ავედი და დათვლა დავიწყე-ერთი...ორი...სამი...გადავწყვიტე საბოლოოდ დამესრულებინა სიცოცხლე და გავფრენილიყავი,შორს აი იქ სადაც მიფრინავენ ხოლმე თოლიები.და მე ამ დროს,დავიწყე ბოლო,აღსარების წერა...
ბანალურად არ დავიწყებ და არ გეტყვით ვინ ვარ ან საიდან მოვედი,არც იმას შევეცდები ჩემი ფიზიკურობა დაგანახოთ,პირიქით მინდა ვინმემ სულით გამიცნოს.ახლა,როცა ამ წერილს,უფროსწორედ აღსარებას წაიკითხავთ მე აქ აღარ ვიქნები.ახლა ხიდზე ვდგავარ და გადამიწყვეტია სიკვდილი ალბათ!მაგრამ არვიცი ნეტავ კი გადამაფიქრებინებს რამე? -არამგონია.ყველაფერი იმ დღით დაიწყო,როცა მე დავიბადე,ჩემი ისტორიის პირველი ფურცელიც თქვენსავით დაბადებით იწყება.შემოდგომის ათი საათი იქნებოდა როცა მე დავიბადე.დედის პირველი ემოცია მახსოვს...ღიმილი,მერე თითქოს ჩემი მეხსიერებიდან ყველაფერი გაქრა და ხუთ წლამდე ისე გავიზარდე არ მახსოვს!არც ის მახსოვს როგორი იყო ეს წლები ჩემთვის,იქნებ მეც მტუქსავდნენ ან მანებივრებდნენ.მერე მახსოვს თბილი დღეები იყო,ექვსის არ ვიყავი პირველად,რომ სკოლაში შემიყვანეს.მასწავლებლისთვის დიდი თაიგული მიმქონდა და ვერ ვაცნობიერებდი იმას,თუ სად მოვხვდი და ვინ იყო ეს უამრავი ბავშვი,რომლებსაც ჩემი კლასელები ერქვა.მხოლოდ ერთი გოგონა მახსოვს,რომელიც გვერდით მომიჯდა და აღტაცებით გამომკითხა ჩემი "ხასიათი",მას შემდეგ აღარ მინახავს...ბევრი წელი დავკარგე შურში,ბოღმასა თუ უიმედობაში.მაგრამ ყველაფერს გვიან მივხვდი ,თითქოს უფალმა მასწავლა ცხოვრება და ყველაფერი სხვანაირი თვალებით დამანახა...შეიცვალა ყველა გრძნობა,რომელიც იყო,თითქოს დაძველდა და დღევანდელ დროში აღარ არის მოდაში,თუმცა ვცდები.სიტყვებს :სიყვარული,მეგობრობა,ცრემლი,ტკივილი,ვაჟკაცობა და პატივისცემა,სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.სიყვარული? უნდა გიყვარდეს ის ვინც სარგებელს მოგიტანს...მეგობრობა? უნდა მეგობრობდე მასთან ვისთანაც გაწყობს,ცრემლი? უნდა ტიროდე,იმისთვის,რომ სხვამ დაინახოს...ტკივილი? უნდა გტკიოდეს მაშინ,როცა არავინ გხედავს.ვაჟკაცობა? დღეს ყველას,ვინც ქალი არ არის თავი ვაჟკაცი ჰგონია

) პატივისცემა? ეგ სიტყვა ადამიანებში აღარ არსებობს გაქრა !!!
ახლა ხიდზე ვდგავარ,ფურცელი და კალამი მომიმარჯვებიდა და ვგრძნობ,რომ როცა სიტყვები გამომელევა,დადგება ჩემი აღსასრულის ჟამიც...თურმე რა ლამაზი ყოფილა დედამიწა,როცა ზევიდან იხედები,მაგრამ როცა "ჭიანჭველები" გამოჩნდებიან,მაშინ ეს აზრიც წყვეტს არსებობას! მეც სხვებივით მიფიქრია,ამ ტკივილებს ალკოჰოლით ან სიგარეტით გავიყუჩებ-მეთქი,მაგრამ მინდა,რომ თავი მოვიკლა და არა სათითაოდ გავანადგურო ყველაფერი ჩემში

)) ისე კი,რაღა აზრი აქვს ტკივილის დავიწყებას,მაშინ თუ მერე უფრო მეტად უნდა გეტკინოს?! ხიდიდან ვაკვირდები ადამიანებს და ვხვდები,რომ ისინი არარაობები,ბრბოს ნაწილნი არიან,სწორედ იმ ბრბოს,რომელმაც არ დაინდეს არც სოფიო,არც უფალი და არც მარიტა! ვერ ვხვდები რა აზრი აქვს სიცოცხლეს,როცა ვერ გრძნობ ვერავის სითბოს, სიყვარულს,როცა ვეღარ გრძნობ ადამიანებს და მაინც მარტოდმარტო გრძნობ თავს,როცა ვერავის ენდობი და არავინ გაფასებს...ისევ გადავიხედე და ვიფიქრე იმაზე,თუ ვინ იდარდებს ჩემზე,ალბათ მხოლოდ ის ადამიანი,ვის მანქანასაც დავეცემი...იცით? ცეკვა მინდა!მინდა ბოლო სიამოვნებაც შევიგრძნო,თანაც მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებია უბრალოდ ვერ გავუძელი...ჩემი სული დიდიხანია მიისწრაფის ჩემს წინ უსაზღვროდ გადაშლილი ლაჟვარდოვანი,ზღვასავით მოლივლივე უღრუბლო ცისკენ.
ხიდიდან ბოლოჯერ გადმოვიხედე,ჰაერი შევისუნთქე და,გავიფირე ეს ჩემი ბოლო ამოსუნთქვაა,ალბათ როცა გარდავიცვლები...ჰმ! არა...უფრო "მკვახედ" ვიტყვი,როცა მოვკვდები,არავინ იქნება ისეთი ვინც იტყვის :-"მე მას ვიცნობდი"!! დავსვი ბოლო წერტილი და...შემდეგ მე გადავხტი.