#46089866 · 30 Oct 2015, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევ დავიწყე მორიგი ჩანაწერის წერა,წამით დავფიქრდი რა უნდა დამეწერა და ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა თვალებიდან...რატომ ვტირი?ალბათ იმიტომ რომ ხელები გამეყინა..ჩემს სულში ყოველთვის სიცივეა მაგრამ ხელები თბილი მქონდა დღემდე...იცი დღეს საკუთარ თავს დიდხანს ვუყურებდი სარკეში და ვერ ვიცანი, გეფიცები თვალებიც კი სულ სხვანაირი გამიხდა..ვუყურებდი ჩემს ორეულს და ვგრძნობდი რაღაც ისე ვერ იყო..თვალებს დავაკვირდი მაგრამ სულ ტყუილად მასში სიცოცხლის სურვილი სულ აღარ დარჩენილა..კი მართალია სახეზე ღიმილი არასოდეს მიქრება,მაგრამ ყოველი დღე ისევ ცრემლებით მთავრდება..ვერადა ვერ მოვიშორე წარსულის მტკივნეული მოგონებები..ალბათ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მხოლოდ და მხოლოდ სევდაა არა??ჰო ალბათ ასეა რადგან ფიქრებს ყოველთვის მარტოობასთან მივყავარ..თუმცა მარტოობაც არ არის ცუდი მხოლოდ შენ ხარ და სხვა არავინ..შეგიძლია თავისუფლად იტირო თუნდაც უმიზეზოდ..მაგრამ ცრემლები უბრალოდ დროებითი შვებაა და სხვა არაფერი,შეგიძლია გული გაინთავისუფლო რომ არ დამძიმდეს ამდენი ტკივილისგან,,ცრემლები გვიმსუბუქებენ სევდას თუმცა ვერ ერევიან დარდს...ტკივილისგან მხოლოდ სიცარიელე რჩება რომელსაც როგორც არ უნდა ეცადო მაინც ვერ შეავსებ..ისევე როგორც ლაქას ვერ მოაშორებ თეთრი ქსოვილიდან..მარტივად რომ ვთქვათ ჩემს ცხოვრებასაც დაეტო ლაქა რომელიც არასოდეს წაიშლება...როგორც არუნდა ვეცადო რაც არუნდა ვიბრძოლო მისი გაქრობა შეუძლებელია... იცი დღეს თოვლის ფიფქებს ვაკვირდებოდი და ვუყურებდი როგორ ქრებოდა თითოეული მათგანი მიწაზე დაცემის შემდეგ...მიკვირს როგორ შეუძლია მიწას ამდენი თოვლის ფიფქის დატევა...თუმცა მიწამ უკვე იმდენი რამ დაიტია არც ფიფქების დატევა გაუჭირდება...იცი კიდევ რისი მეშინია ყველაზე ძალიან მონატრების .. იმის რომ ერთ დღესაც ჩემს საყვარელ ადამიანებს ვეღარ დავინახავავ..მაგრამ საკითხავი ის არის ვჭირდები კი ვინმეს?ამ ბოლო დროს იმდენი ადამიანი წავიდა ჩემგან,რომ ეჭვი მაქვს, "უკვე საკუთარ თავსაც აღარ ვუყვარვარ "!..
|