იან კელი აუდიო ჩანაწერებზე - არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის
არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას კერძო სატელეფონო საუბარი დამოუკიდებლად მოეპოვებინა და გაევრცელებინა.
"რა თქმა უნდა, ვიცი ამ გაჟონილი ინფორმაციის შესახებ და იცის ყველამ, ვინც ქართულ მედიას თვალს ადევნებს. ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ ყველა ნიშნით, ჩანაწერები კერძო საუბარს ჰგავს. ვფიქრობ, იცით, რომ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ისევ და ისევ პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და წყაროების მითითება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას [დამოუკიდებლად] მოეპოვებინა კერძო სატელეფონო საუბარი და შემდეგ გაევრცელებინა ის. მე არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული", - განაცხადა იან კელიმ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...li-ar-aris.html