დღეს მე მხატვარი ვარ და არ მწამს თქვენი ფერების. დღეს მე მკვდარი ვარ და აღარ დავეძებ სინათლეს. ისევ მახსენდები წვიმის დროს და ისევ მიყვარხარ ოცნებებში. ისევ გჩუქნი ჩემი ხელით დაკრეფილ ყვავილებს და ისევ ბედნიერი ვარ შენი ღიმილის ყურებით. შენ ხომ ჩემი მკვლელი ხარ? მე კი ისევ მიყვარხარ, ისევ მეწვევა ხოლმე სევდა, როდესაც შენ საყვარელ წიგნებს ვშლი და ვყნოსავ. იცი რისი სუნი აქვთ?
კლასიკის! შენ კლასიკა ხარ მე კი კრიტიკოსი, რომელსაც არ ძალუძს არაფრის შექმნა. ყველანაირი სილამაზე შენ თავს მახსენებ შენ კი სადღაც ღრუბლებში ხარ. მიუწვდომელი ხარ. მე შენ წინ ვდგავარ და თვალებში გიყურებ, შენ კი ჩაფიქრებული ზიხარ და ფიქრებისთვის მიგიცია თავი, თითქოს ტანგოს ცეკვავ... სუნთქვა მიჭირს და სიკვდილის მოსვლას ვგრძნობ. არა ღვთაებავ არ მეშინია. შენ ხომ ჩემთან ხარ? შენ ხომ ჩემში ხარ!?
მე სიბნელე ვარ შენ კი სინათლე. ჩემი ფიქრები მტკივნეული და მტანჯველია. შენ გამათავისუფლე და წახვედი. გამათავისუფლე და ამავდროულად ბორკილები დამადე.
ზოგჯერ ვნატრობ ნიჭს. ვფიქრობ თუ რაოდენ გასაოცარი იქნებოდა ჩემი უბადრუკი ცხოვრება იმ შემთხვევაში თუ ნიჭიერი ვიქნებოდი. შევქმნიდი და თავს დაგიკრავდით. თქვენც იტირებდით მერე იცინებდით და ბოლოს მაინც ერთად ჩავიდოდით იქ საიდანაც აღმასვლა იწყება.
P.S. ვიცი
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options