„სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია. ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულობით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მჯსელობს. მე გეტყვით ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის“ – აცხადებდა ნიკა გვარამია ჯერ კიდევ გუშინ.
მაშინ როდესაც, ნიკა გვარამია ტელეკამერების წინ განცხადებებს აკეთებდა, რევაზ საყევარიშვილმა საჯარო რეესტრს მიმართა და დღეს , 13 ნოემბერს, 09 საათსა და 50 წუთზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია, ხოლო ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორად კახა დამენია აღადგინა. რევაზ საყევარიშვილმა რომელიც დროებით მმართველად იყო დანიშნული პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის მიმართ მთლიანად აიცილა.
„ნიკა გვარამიას და კახა დამენიიას შეუძლიათ იმოქმედონ კომპანიის სახელით, ანუ არანაირი პრობლემა არ არსებობს, იმ კუთხით, რომ მათ 15 რიცხვამდე წარადგინონ წინა თვის საშემოსავლო და დღგ – გადასადახის დეკლარაციები, ანუ შეასრულონ შეასრულონ ის საგასახადო ვალდებულებები, რომელიც ჩვეულებრივ ნებისმიერ კომპანიას გააჩნია შემოსავლების სამსახურის მიმართ. ამით ნიკა გვარამიას და კახა დამენიას ყველანაირი პრობლემა აქვთ მოხსნილი და შეუძლიათ განახორციელონ ყველა შესაბამისი სამსახური, რასაც დღემდე ასრულებდნენ“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.
http://kvira.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A...83%97%E1%83%9A/
მიმაგრებული სურათი