მე, როგორც ყველა ქართული პარტიის მოძულე, ვიქნები თქვენი მეთაური !!!
1000 კაცი უცბად შევიკრიბებით, დაბალი ეშელონებიდან დავიწყებთ და ბოლოს მწვერვალზე ავალთ !!!
დაფინანსებით ტიმი დაგვაფინანსებს !!! (ალბათ)
პარტიის სახელი და დევიზი თქვენთვის მომინდვია.
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:
1) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
2) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
3) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
4) პარტიის წესდება;
5) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ (პარტიის იურიდიული მისამართის შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფლის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.);
6) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
7) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
8) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაცია ხორციელდება 1 თვის ვადაში – სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარი. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.