საგარეჯოს ამომრჩეველთა 68,4 % ირმა ინაშვილს, ხოლო 31,6 % თამარ ხიდაშელს უჭერს მხარს
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2015. 11:59
-
+
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2015 წლის შუალედური არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის კველევა „კარდაკარი" ჩატარდა. კვლევა კომპანია „EPN-RESEARCH"-მა საინფორმაციო პორტალ „პირველი ნიუსი - საქართველოს" და ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის" მხარდაჭერით ჩაატარა.
კითხვაზე, „იცით თუ არა, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები?" - გამოკითხულთა 83,6 პროცენტმა დადებითად უპასუხა.
გამოკითხულთა 16,4 პროცენტმა არ იცის, რომ 31 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები.
ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. გამოკითხულთაგან 78,1 % -მა დადებითი, 4,5 % - უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. 17,4%- ს ჯერ არ გადაუწყვეტია, წავა თუ არა საერთოდ არჩევნებზე.
კითხვაზე, „რომელი კანდიდატის სასარგებლოდ აპირებთ ხმის მიცემას?" რესპონდენტთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თამარ ხიდაშელს (კოალიცია „ქართული ოცნება") 31,6%, ირმა ინაშვილს („პატრიოტთა ალიანსი") 68,4 %.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კარდაკირ"-ის ფარგლებში 2 657 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის პრინციპად შეირჩა კარდაკარ ფორმატი გეოგრაფიულ არეალად კი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.
„EPN-RESEARCH" - არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა.
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=7986...NIQNuA.facebook
არ ვიცი რამდენად სანდოდ ჩატარდა კვლევა, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ ქოცკვერცხობების ფონზე...