მე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხშირი მომხმარებელი ვარ. ყველაზე ხშირად კი მეტროთი დავდივარ. ჯერერთი იმიტომ რომ მეტროსთან ვცხოვრობ და მერე მეორეც იმ გზას რომელსაც 45 წუთს სამარშუტო ტაქსით ვანდომებ, 30 წუთს მანქანით - მეტროთი 17-20 წუთში ვფარავ.
მაგრამ ბოლო დროს ისე შევღონდი ამ მეტროს მათხოვრობის პრობლემით რომ ცალსახად დიდ დისკომფორტს ვგრძნობ - დისკომფორტი პრინციპში არაფერია. გაივლი არ მიაქცევ ყურადღებას ვაგონში შემოვარდნილ 2-2 მათხოვარს, საბურთალოს ხაზიდან- ვაგზლის მოედნის პირველი ამოსასვლელისგენ(ნახალოვკის მხარე) მიმავალ გვირაბს სადაც მათხოვართა ხეივანი შეგხვდებათ (15-მდე მათხოვარი).
თქვენს წინაშე მარტოდენ ვაგზლის მოედანზე წარსდგებიან:
ფანდურზე მომღერალი ბრმა და მისი ასისტენტი
ბებიაფეხიმტკივა
ბრმა ქალბატონი
ვითომ ბრმა კაცი
ბრმა ვაჟი
უცნაურხელებიანი ვაჟი
ლარიანიმომე ვაჟი
უნიჭოდ მომღერალი ქალბატონი
სამი მეტროი ბენდი
9 აპრილა დეიდა (კარგად მღერის)
მოძალადე მხატვარი ქალი
ძალით ხატის გამყიდველები
ძალით სანთლის გამყიდველები
ოპტომ ციგნები
და ა.შ.
დღეს რაც ხდებოდა ეს იყო სრული უჟასი:
შემოვარდა ვაგონში ერთი მათხოვარი ვაჟი რომელიც იძულებით ხატებს ყიდის.
ხოლო მეორე ციგნის ბავშვი ციგანკამ შემოაგდო ვაგონში თავად არ შემოყვა. იქნებოდა 5-6 წლის და აშკარად რაღაცა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.
სამჯერ მომადგა სამჯერვე უარი ვუთხარი. უაზროდ დააცეცებდა პლასმასის ჭიქას. ერთი წვერიანი ლამბერტა იჯდა და იმან ყველას მისცა ფული. ეს გამობრუებული იმას მეორედ მიადგა ფული მომეო. იმდენად გაბრუებული იყო ბოლოს იმ კარებში გასვლას ცდილობდა რომელიც რეალურად არც იღება.
ამ ყოველივეს ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდება პოლიცია. ის პოლიციელი რომელიც ადამიანს რომელსაც უბრალოდ გული გაუხდა ცუდად და ჩამოჯდა კიბის საფეხურზე ღრიალით წამოაგდებს.
მეტრო პოლიტექნიკურზე რომ ჩამოვედი ვეძებდი პოლიციელს რომ მეკითხა თუ რატომ უყურებს გულგრილად ამ ყოველივეს
პასუხი ერთია (დეფის პასუხი არა!

)
მეტროპოლიტენის ადმინისრაცია ხოოშიან ბიზნესსა ხლართამს.
როგორც აღმოჩნდა თითოეული მათხოვარი დღეში 150-220 ლარს შოულობს. მსხვილ კუშს დარწმუნებული ვარ აძლევენ მეტროს ადმინისტრაციას. ამის გარეშეც ყველას ხო ქონდა მონოპოლიები დარიგებული მსხვილმსხვილი კორპორაციებისა და ესეც თავის მათხოვრობის პრიბომბასიანად ვიღაცის ჯიბეს ასქელებს.
რეზიუმე:
1) მე ვუცხადებ ბოიკოტს ამ საძაგელ ბიზნესს და არცერთი თეთრით არ დავეხმარები არავის იქ. ქუჩაში იმ ადამიანების გარდა ვინც მართლა უპოვარია მოხუცია და სხვა აღარაფერი დარჩენია. (ადვილი შესაფასებელია)
2) ნუთუ არაა ვინმე ჟურნალისტი ან ისეთი ადმაიანი ვისაც შეუძლია გამოიძიოს გამოიკვლიოს ეს საკითხი და შეცვალოს რამე?