#46101604 · 1 Nov 2015, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. პირველად ვხსნი თემას. ჩემს კომპლექსებზე მინდა დავწერო. სიმაღლის კომპლექსზე რომელსაც ვეღარ ვიშორებ, ხელს მიშლის რომ ვინმესთან ურთიერთობა დავიწყო.ვინმეს რომ შევხვდე. მგონია ვერაფერს მეტყვიან და დამცინებენ თავისთვის და აღარ მოუნდებათ ჩემთანს ურთიერთობა. ბავშობიდან დაბალი ვარ, ყოველთვის განვიცდიდი, ზოგჯერ მეღადავებიან და მწყინს ძალიან. 23 წლის ვარ და სერიოზული ურთიერთობა არასოდეს მქონია. მეუბნებიან ხოლმე რომ ლამაზი ვარ,მაგრამ არ მჯერა. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა რომ შევყვარებივარ ბიჭს მაგრამ მასთანაც არაფერი გამომსვლია. თქვენც გაქვთ ,სგავსი კომპლექსები? ზოგჯერ ვფიქრობ რომ ეს არაფერია არ უნდა ვიფიქრო მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის სხვანაირად ხდება.
|