rivennar თავდაცვის მინისტრი რომ მივა უბანზე მთელი ამალით ამას რა ვუწოდოთ, კუნთების თამაში თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მთელი სახელმწიფო რესურსი, ორი მინისტრით ერთ რაიონში, ამას ქვია იარაღის ჟღარუნი, აბა ძველი დრო ყოფილიყო და ახალაიას ექნა იგივე, გამოვარდებოდა თინა წიკვინით და ააყაანებდა საიას. ეს არის რეჟიმის დამკვიდრება, ეს არი გაყალბება და ეს არის ნაცების აღზევება HD ხარისხში, უბრლოდ მასშტაბი პატარაა და ზონდერებისგარეშე მოაგვარეს.
რაც შეეხება კანონდარღვევბს http://www.obieqtivi.net/მარნეულის გამგებელი საგარეჯოს სოფელ ლამბალოს მოსახლეობას აშინებს
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ანდღულაძე, რომელიც საგარეჯოში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საინიციატოვო ჯგუფის სახელით იყრის კენჭს, საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სოფელ ლამბალოს მოსახლეობის დაშინებაზე.
მისი განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებიან სოფელ ლამბალოს #44-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აიძულებენ, ხმა მისცენ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თამარ ხიდაშელს.
===============
თითქმის ყველა უბანზე საგარეჯოს გამგებელი აგიტაციას ეწევა“
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ინაშვილის განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი საარჩევნო უბნებზე აგიტაციას ეწევა.
მისივე თქმით, სოფლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები შეკრებილები არიან კენჭისყრის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე და ამომრჩევლის მობილიზაციას ახდენენ.
„თითქმის ყველა უბანზე საგარეჯოს გამგებელი აგიტაციას ეწევა. ასევე უბნებზე მობილიზებულები არიან სოფლების რწმუნებულები
=================
გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლისთვის 20 და 50 ლარის დარიგების ფაქტები დააფიქსირა
საგარეჯოში, "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება.
როგორც თევდორაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არის უბნები, სადაც "პატრიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლისთვის 20 და 50 ლარის დარიგების ფაქტები დააფიქსირა.
"ვფიქრობთ, რომ ეს გრძელდება სხვადასხვა უბნებზე. ძირითადად საუბარია იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც წინასწარი გამოკითხვებით სახელისუფლებო კანდიდატს სუსტი პოზიცია ჰქონდა", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
==============
ირმა ინაშვილი - დილიდან დაკავებულია ჩაილურის საკრებულოს დეპუტატობის ჩვენი კანდიდატი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის დაკავებაზე საუბრობს.
„დილიდან დაკავებულია ჩვენი კანდიდატი, ჩაილურის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ამირან საგინაშვილი. როგორც მითხრეს, წაყვანილი ჰყავს საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებას. დაკავების მიზეზი უცნობია„ -წერს ინაშვილი.
=================
საგარეჯოს ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს თავს დაესხნენ
საგარეჯოს ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს თავს დაესხნენ. მასზე ავტომანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი ხელი დაარტყეს და კამერა ძირს გააგდებინეს. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა ნინომ კადრების გადაღება მოახერხა.
მოგვიანებით, აღნიშნულ ვიდეო მასალას „ობიექტივი“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
გავაგრძელო? This post has been edited by NGARINCHA on 1 Nov 2015, 14:21