არ გინდათ პოლიტიკა ამ თემაში ძმურად რა
კაი ვიდეო პროსტა ვუცქიროთ :* :*
------------------------
ადრეც დავწერე მგონი
ჩვენ უბანში (და რამოდენიმე იუზერი ჩემი უბნელია , შემიძლია დავთაგო და დამიდასტურებენ) იყო ყვითელი ბუტკა დიდი
ბნელი დრო რო იყო შავარდნაძის 1994 წელი ალბათ
მაშინ მაგარი უჭირდა ხალხს..
ყველას სამეზობლოში რავი რა .. ერთი პერიოდი ძაან გაჭირდა , დაჟე შიმშილობდა ზოგი .....
ხოდა მაგ ყვითელ ბუტკასთან ვიდექი და მილქივეის ვუყურებდი პატარა ბავშვი ....... არ მქონდა ნაჭამი
როგორ მინდოდა რო გამესინჯა , ნერწყვები მდიოდა
ვიღაც გამხდარი უცხო კაცი მოვიდა (ახლა რო ვუკვირდები შეიძლება ლოთი) და მიყიდა და გამიღიმა , მომცა და წავიდა
მე გამოვიქეცი გახარებული ;((( როგორ ვჭამე ნახევარი , ნახევარს მერე გამოვიზოგავთქო ;(((
აი ახლა რო მანახა ეგ კაცი (ალბათ კი იქნება ასაკში რამდენი წელი გავიდა)

რავიცი რა. როგორ გადავუხდი მადლობას
მთელი გულით და მთელი სიყვარულით ჩავეხუტები

და რითიც შემეძლება მეც დავეხმარები....................
დალოცვილი იყავი მილქივეის მყიდველო გამხდარო კაცო
p.s. ყველას გექნებათ ასეთი უამრავი ისტორია.
This post has been edited by Choncxis mzera on 6 Nov 2015, 13:19