ყველამ ვიხილეთ ნაციონალურ ტელემაუწყებლების მიერ ნაჩვენები ვიდეომასალა გარდაცვლილი ქიმერიძის საქმეზე და ეს სიუჟეტები როგორც ვიდეო, ისევე აუდიო ნაწილში სრული თანხვედრით გავიდა.
ყველაზე სამარცხვინო კი ის იყო, რომ ამ არხებმა როგორც წესია, ინფორმაციის მოწოდება იმით კი არ დაიწყეს, თუ რა მოხდა თავიდან, ანუ საზოგადოება სხვა საინფორმაციო საშუალებებით რომ არ ყოფილიყო ინფორმირებული, რომ გარდაცვლილი პოლიციის შენობაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ამ "ნაციონალურ არხებიდან" გადმოცემული ინფორმაციით ვერც მივხვდებოდით, რომ ეს ტრაგედია პოლიციის შენობაში და გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.
მათ დაიწყეს საზოგადოების ინფორმირება იმით, რომ ქვიშხეთში სამძიმარზე ჩასული "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათი თანმხლები ვიდეოკამერიანი პირები გარდაცვლილის ნათესავებმა გააძევეს სოფლიდან.
არავითარი წინარეისტორია.
ბატონი კარდუ (რომ არ დავივორნო) შემპირდა, რომ ნათელს მოჰფენდა, რატომ გაშუქდა ეს ინფორმაცია სამი არხის ეთერში სინქრონში და როგორც საზ-მაუწყებლის ბორდის წევრი გამცემდა პასუხებს ამასთან დაკავშირებით.
ჯერ ასეთი კითხვები: ვინ იყო ამ სიუჟეტის პირველწყარო ამ სამ მაუწყებლიდან?
ვინ გადაწერა ვისგან?
საზ-მაუმ რატომ არ იკადრა და რატომ არ გაავრცელა ინფორმაცია გარდაცვლილის პოლიციაში უკანონოდ მიყვანის და მერე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ?
უამრავი ტრაგიკული შემთხვევები ხდება და ეს მაუწყებლები ამ ტრაგედიების გაშუქებით იწყებენ თავიანთ საინფორმაციო გადაცემებს. აჩვენებენ გადმოვარდნით თუ სხვა გარემოებებით გარდაცვლილებს, ცარცით შემოხაზულ ადგილებს, სადაც დაღუპულის გვამი იყო, ლენტებით შემოსაზღვრულ სივრცეს, მოფუსფუსე პოლიციელებს, ინტერვიუებს და ა.შ.
ბატონო კარდუ (რომ არ დავივორნო), რატომ არ არ განხორციელდა იგივე ქმედებები ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით და რატომ დაუყოვნებლივ არ მიაკითხა თქვენმა ტელეოპერატორთა ჯგუფმა უბედურების ადგილს?
როგორც შევთანხმდით, ველოდებით თქვენგან გულწრფელ პასუხებს.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.