http://tvfree.ge/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%...83%A8%E1%83%98/“რამდენი ყ**** უნდა ქნან” – განაცხადა “რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, დღეს გამართული სპეციალური ბრიფინგისას. გვარამიას ბრიფინგი ტელეკომპანია “მაესტრომ” 15 საათიან გამოშვებაში პირდაპირ ეთერში შეიყვანა. ამ დროს პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის დირექტორის უცენზურო სიტყვები გავიდა.
“რამდენი ყ**** უნდა ქნან”, – ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ, ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე თქვა. ეთერში გაპარული უცენზურო გამონათქვამებით ის, დღეს უკრაინული საიტის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ აუდია ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც თავად გვარამიას, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის დიალოგია ჩაწერილი.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს. გვარამია-სააკაშვილის აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ უნდა მოხდეს ყოფილი სპეცრაზმელების მობილიზება, რომელსაც ორგანიზებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია გაუწევს.
This post has been edited by likable on 2 Nov 2015, 16:13