"Je suis ნოდარ მელაძე" - როგორ ამხნევებენ ჟურნალისტები კოლეგას, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა
უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც, საიტის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარია გამოქვეყნებული, სოფო ნიჟარაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.
ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურებულა. მის გამოქვეყნებას კი უკვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი: @ნოდარ მელაძე, ასე სახალხოდ რომ გითხრა, უძალიანესად რომ მიყვარხარ და უბადლო ჟურნალისტი და საუკეთესო მეგობარი ხარ, არა უშავს, ხო?რუსუდან ვაშაკიძე, "რუსთავი 2"-ის
თოქშოუების პროდიუსერი:
@ნოდარ მელაძე, როგორ წარმოვიდგენდი ასე საჯაროდ სიყვარულს თუ აგიხსნიდი. როდის გნახეს შეშინებული, მაინტერესებს. აგერ მიზიხარ გვერდით ლამის 2 წელია. ძალიან მაგარი ხარ და ძალიან თამამი, გაკოცე!!!
***
ასე არასწორად რომ მიჰქონდათ ამბები, იმიტომაა საქმე კარგად.
ეკა კვესიტაძე: Je suis ნოდარ მელაძე.
მანანა მანჯგალაძე:
ჩემი მეგობარი ნოდარი)))))))))))
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/146022-qj...fa-miayena.html