უკრაინული "wikileaks" ახალ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს. საიტის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს ესაუბრება და ამისთვის (viber)-ის ვერსიას იყენებს.
„ჯონ მაკკეინი - თუ ივანიშვილი არ დაგვიჯერებს, მის ანგარიშებს დავბლოკავთ" - ამ სათაურით იწყება "wikileaks.center"-ის მორიგი „კომპრომატი"
„ჯონ მაკეინი: გამარჯობა ბევრჯერ დაგირეკავს, ვერ გიპასუხე. მაგრამ გეტყვი რომ, სერიოზული შეცდომები დაუშვი, არა აკურატულად მუშაობ. მე გაგაფრთხილე რომ ტელევიზიასთან მიმართებაში სისხლიანი სცენარი გამორიცხულია. რა რევოლუციას იწყებდი ბიჭო?
მიხეილ სააკაშვილი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. “რუსთავი 2” რომ დავკარგოთ, საქართველოზე გავლენის ბერკეტი დაიკარგება.
ჯონ მაკეინი: მე ზომები მივიღე შენ ბიჭებს ხელს არ ახლებენ, გამოძიება დაიხურება. ეშტონმა ყველა გააფრთხილა. ელჩი აქტიურად მუშაობს. ივანიშვილი დაპატიმრების საკითხს არ დააყენებს თუ არადა ყველა მის ანგარიშს დავბლოკავთ. მაგრამ შენზე ყველა აღრენილია. 10 ნოემბრის შემდეგ სენატორთა ჯგუფთან ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას.
მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა, ბატონ krt-ს დაველაპარაკები, სენატორების ჩამოსვლა იქნებ დააჩქაროთ, თორემ სასამართლომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს.
ჯონ მაკეინი: სასამართლო პროცესი უნდა გაწელოთ, შენი ბიჭები საქმეში ჩაერთნენ და მათ ძალიან აქებენ, ინფორმაცია კი გაიპარა მაგრამ ყველაფერი ძალაში რჩება. ავაკოვმა ყველაფერი გამოაგზავნა. ყველაფერს კამერაზე დააფიქსირებენ, როგორც კი სათანადო ფონი შეიქმნება საკითხის გადაწყვეტა განახლდება და გემები წამოვა. potus-ი (აშშს პრზიდენტი) ამოქმედდა ჩვენი სპეცრაზმი უკვე ქურთისტანშია. მოამზადე მეორე ჯგუფი.
მიხეილ სააკაშვილი: ეს კარგი ამბავია, ბიჭებმა ფიცი დადეს და ყველაფერს გააკეთებენ. შემიძლია გავაგზავნო კარგად მომზადებული პროფესიონალი 20 კაცი. ერთ კვირაში “ილიჩოვსკი” შეძლებს მიიღოს ყველა ტიპის გემი.
ჯონ მაკეინი: Pyatt-ისგან დაგირეკავენ და ბიჭებს წაიყვანენ, მხარდაჭერა უზრუნველყავი. საქართველოს მერე შეიძლება კიევში ჩამოვიდე.
მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ გელოდებით", - ეს არის დიალოგი რომელიც ურკაინულმა საიტმა გამოაქვეყნა.
უკრაინულმა „ვიკილიქსმა" რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას საუბარიც გამოაქვეყნა. საიტის მტკიცებით ისინი თურქეთის აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების ძლადობრივი გზით შეცვლაზე საუბრობდნენ. აეროპორტში შეხვედრის ფაქტი გიგა ბოკრეიას მეუღლემ თამარ ჩაერგოლეიშვილმა დაადასტურა, თუმცა საუბრის შინაარსი უარყო. მასალის მედიით გავრცელების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო შეთქმულების მოწყობის მუხლით გამოძიება დაიწყო.
უკრაინული საიტმა გავრცელებულ საუბრებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებაც გააკეთა „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ნამდვილი მასალები და როგორც კი შესაძლებელი იქნება ლაზერული და რადიო ტალღების ბგერით სიგნალად გარდაქმნა, აუდიო ვერსიები მაშინვე განთავსდება ჩვენს საიტზე. - ნათქვამია უკრაინული „ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=2155ჯონ მაკკეინი ოდესაში ვიზიტის დროს:

აბა ქოცებო,თქვენ გიყვართ რუსული სპეცსამსახურების ნამუშევრები და აჰათ მორიგი "სკანდალი"
გაერთეთ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Nov 2015, 22:43