ჯონა ტალი ლომუ (ინგლ. Jonah Tali Lomu) (დამსახურების ორდენის კავალერი) (დ. 12 მაისი, 1975 - გ. 18 ნოემბერი, 2015) — ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე 1994–2002 წლებში.] ის იყო ოლ ბლექის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე როდესაც 19 წლის და 54 დღისამ 1994 წელს ნაკრებში თავისი პირველი თამაში ჩაატარა. კარიერის განმავლობაში მან მოაგროვა 63 სანაკრებო კეპი და გაიტანა 37 ლელო. ის მიიჩნევა რაგბის პირველ საერთაშორისო ვარსკვლავად[2] და მოთამაშედ რომელმაც რაგბის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ლომუ რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში 2007 წლის 9 ოქტომბერს შეიყვანეს,[4] ხოლო მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში 2011 წლის 24 ოქტომბერს.
მან ახალი ზელანდიის სუპერ რაგბის შვიდ კლუბში ითამაშა. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ის რაგბიში 2004 წელს დაბრუნდა, ხოლო პროფესიულ რაგბის საბოლოოდ თავი 2007 წელს დაანება. ის 2015 წლის 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.







არ შემეძლო რო თემა არგამეხსნა რადგან უდიდესი ტრაგედიაა რაგბისთვის და არამარტო რაგბისთვის სპორტისთვის როცა ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო რაგბისტი ესე მოულოდნელად
გვტოვებს
ადამიანი რომელმაც რაგბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.მისი თამაშის ყურებისას შემიყვარდა რაგბი.
მე მქონდა მისი თამაშები ნანახი და ენით აუღწერელი იყო მისი თამაშის ყურება.
მოკლედ ნათელში იყოს მისი სული.
This post has been edited by Vanpersie18 on 4 Dec 2015, 18:48