ლია უკლება: ერთ მათგანსაც, ვინც მაკრიტიკებს, არ უკითხავს, რამ მაიძულა ამის დახატვა
ლია უკლება: ერთ მათგანსაც, ვინც მაკრიტიკებს, არ უკითხავს, რამ მაიძულა ამის დახატვა
17:18 / 02.11.2015
ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევარს „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნახატზე ორსულ ღვთისმშობელს სათამაშო იარაღი შუბლზე აქვს მიბჯენილი. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ნაწილმა მხატვარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
ლია უკლებას გაზეთი „ვერსია“ ესაუბრა.
- ძალიან ვინერვიულე. ვცდილობ ხოლმე, უარყოფით დამოკიდებულებას ყურადღება არ მივაქციო, თუმცა ხალხის რეაქციამ მაინც იმოქმედა. სოციალურ ქსელში უამრავი შეტყობინება მივიღე _ მლანძღავენ, ერთმანეთს ჩემი ჩაქოლვისა და ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდებენ. ნამუშევრის ინსპირატორიც ეს ხალხი გახდა. სწორედ იმ ადამიანებს მივუძღვენი ეს ნახატი, რომელსაც შეუძლია, ქრისტიანობის სახელით მოკლას, გაწიროს, უღალატოს და სხვა ბევრი ცოდვა ჩაიდინოს. „ადამიანებო, თქვენ ღმერთის ღირსი არ ხართ!“ _ ამ ნახატში ღვთისმშობლის მთავარი „მესიჯი“ სწორედ ესაა.
- ასეთ რეაქციას ელოდით?
- რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ნახატს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვებოდა. ეს ნამუშევარი, დაახლოებით, სამი წლის წინ შევქმენი. მაშინაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა ასეთი მასშტაბური არა. უფრო მეტად იმან გამაკვირვა, რომ ეს ხმაური ილიას უნივერსიტეტში ატყდა, სადაც ეს და კიდევ ხუთი ნამუშევარი სუბალტერნის თემაზე მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში წარმოვადგინე.
გამოფენა ერთდღიანი იყო, თუმცა რეაქცია ხუთი დღის შემდეგ მოჰყვა. იცით, საინტერესო რა არის? _ ერთ მათგანსაც, ვინც მაკრიტიკებს, არ უკითხავს, რამ მაიძულა ამის დახატვა, რატომ გადაწყვიტა მარიამმა „თვითმკვლელობა“. ამიტომ ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორხაზოვნად და ფასადურად აზროვნებს, არ უნდა, განსხვავებული აზრის გაგება და ზოგჯერ მინდა, მას ვუთხრა: იცი, რას ნიშნავს მეტაფორა? რადგან ადამიანებმა ამ ნამუშევარზე ფიქრი და მსჯელობა დაიწყეს, მგონია, რომ ნახატმა თავისი საქმე გააკეთა. ხშირად ვხატავ რელიგიურ თემატიკაზე. ერთ-ერთი ნამუშევარია „ტანგო“, სადაც მღვდელი და პოლიციელი ტანგოს ცეკვავენ. ნახატი 17 მაისს მივუძღვენი, როცა პოლიცია და ეკლესია შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
- ლია, არ ფიქრობ, რომ ვინმეს რელიგიური გრძნობები შეიძლება მართლაც შეურაცხყავი?
- არა, ასე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია“. ყველას ნამდვილ რწმენას პატივს ვცემ.
ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია
ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია
ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია
ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია
ჩემთვის ეს ნახატი ვინმეს შეურაცხყოფაზე უფრო „სევდიანი ამბავია