მარიხუანას დეკრიმინალიზაციას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ემხრობა
https://on.ge/story/3120-ti-%E1%83%9B%E1%83...%83%91%E1%83%90შეკითხვაზე, ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზაციას, გამოკითხულ პარტიათა უმრავლესობამ უპასუხა - არა, თუმცა აღნიშნა, რომ დეკრიმინალიაზიას უჭერს მხარს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ახალი ვებსაიტის, Chemikhma.ge-ს პრეზენტაცია გამართა. საიტზე შესული მომხმარებელი კითხვარს ავსებს, შემდეგ კი თავის პასუხებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ შესაბამის პასუხებს ადარებს, რომლებიც, თავის მხრივ, მათი საარჩევნო პროგრამების მიხედვითაა შევსებული.
პოლიტიკური ცენტრი - გირჩი და რესპუბლიკური პარტია მიიჩნევენ, რომ საქართველოში მარიხუანა ლეგალიზებული უნდა იყოს. რაც შეეხება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, იდეას ენმ, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და მრეწველები ემხრობიან. ისინი განმარტავენ, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანის ციხეში ჩასმა არასწორია.
კითხვები კატეგორიებად არის დაყოფილი, რომელშიც შედის სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, საშინაო, ჯანდაცვის, საგარეო პოლიტიკისა და განათლების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ TI-ის თხოვნის შესაბამისად, კითხვარი მხოლოდ 7-მა პარტიამ შეავსო. რაც შეეხება მოძრაობას პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, საქარველოს კონსერვატიული პარტიას, ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს, მათ კითხვარის შევსებისგან, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავი შეიკავეს.
კითხვარის შევსებაზე უარი ქართულმა ოცნებამაც თქვა.
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//