იუთუბს ვინც აქტიურად აწვალებთ
ხშირად ალბათ დეჟავუს შეგრძნება გაქვსთ
"ღმერთო ჩემო, ეს კომენტარი ხომ ადრეც ნანახი მაქვს? "
დიაღ! გინახავსთ!
ამიერიდან იცოდეთ, რომ იუთუბზე ბევრი ნაცადი კომენტარია, რომელიც ლაიქებს ისე ხვეტავს, როგორც ტორნადო სახურავებს
წარმოგიდგენთ რამდენიმეს ჩემი კოლექციიდან:
1. "
thumbs up if watching in 2015" - თითქმის ყველა პოპულარულ ვიდეოზე, რომელიც რამდენიმე წლის წინაა დადებული, პირველივე კომენტარებში მსგავსი რამ წერია.
ძალიან ეშმაკური კომენტარია, რადგან მაშინვე უჩნდება თანამოაზრეები გასაგები მიზეზების გამო.
მეინსტრიმ კომენტარების პაროდიული ვერსიებიც ძალიან მალე ჩნდება. ზემოხსენებულის პაროდია: "thumbs up if watching in ნებისმიერი მომავლის ან შორეული წარსულის წელი" მაგ: "thumbs up if watching in 2069". კრეატივი ნუ
ქართული ანალოგი: "დაალაიქე, თუ 2015–ში უყურებთ" თუ რაღაც ეგეთი
2. "
like it for no reason" – უკანასკნელ პერიოდში უფრო იმატა ამ უკანასკნელმა. ადამიანური ფსიქიკის სიმებს რა ნაზად ჰკრავს თითებს, ჰა?

უმიზეზოდ დააჭირეო, უკვე მიზეზია. ნიღაბი ჩამოვგლიჯე

3. "
illuminati confirmed" – რაღაცას მიაბამენ, მოაბამენ ვიდეოდან გამომდინარე, რომ ასოციაციურად სამკუთხედს ან რიცხვ 3–ს ან რამენაირად ილუმინატების თემატიკას უკავშირდებოდეს და ვუალა! მზადაა ლაიქების მხვეტავი კომენტარი.
4. ვაგრძელებთ ილუმინატების თემას (ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თემა ინტერნეტში):
▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▲ ► ▼ ◄ ▼ ◄ ▲ Sorry, dropped my bag of illuminati
– მგონი ყველაფერი გასაგებია.
5. "
I like the moment, when he says..." - კრეატივის კიდევ ერთი გენიალური მაგალითი. ნებისმიერი ვიდეო, სადაც ხდება ერთი და იგივე მოქმედება ან ერთი და იგივეს ამბობს ვინმე, აუცილებლად შეხვდებით მსგავს კომენტარს.
მაგალითად დონალდ ტრამპის ვიდეო, სადაც ამოკრებილია ყველა მომენტი, სადაც ამბობს "china" (იხ. ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=RDrfE9I8_hs ) აუცილებლად ვინმე დაწერს: "I like the moment, when he says china".
მახვილგონივრულობით აღფრთოვანებულები ვაჭერთ მოწონების ღილაკს

6. Don't click Read more
░░░░░░▄▀▒▒▒▒░░░░▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒█
░░░░░█▒▒▒▒░░░░▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒█
░░░░█▒▒▄▀▀▀▀▀▄▄▒▒▒▒▒▒▒▒▒▄▄▀▀▀▀▀▀▄
░░▄▀▒▒▒▄ . .█▄▒█▒▒▒▒▒▒▒█▒▄ . .█▄▒█
░█▒▒▒▒▐ .▄ . .▌▒█▒▒▒▒▒█▒▐ .▄ . .▌▒█
▀▒▒▒▒▒▒▀ . .█▀▒▒█▒░▄▒▄█▒▒▀ . .█▀▒▒▒█
You are a rebel, i like you
- ჩანს მარტო თვალები და სახის დანახვის წადილით აღვსილი read more-ს რომ დააჭერ მიუხედავად გაფრთხილებისა, გხვდება შესაბამისი წინადადება

რაც ისე გვსიამოვნებს, რომ უკვე ჭეშმარიტი მეამბოხესავით ვაჭერთ მოწონების ღილაკს

7. "
how can this video have 8 million views if there are only 7 million people on earth?" – არ ვიცი, სადიან დაიწყო ეს მიმდინარეობა, მაგრამ 10-დან 7 პოპულარულ ვიდეოზე ეს კომენტარი აუცილებლად იქნება სადმე.
პაროდიები: how can this video have 8 million views if there are only 7 people on earth
და სხვა მსგავსი კრეატივები
8. "
7-მა ყრუმ უყურა ამ ვიდეოს" - ქართულ სიმღერებზე აუცილებლად არის მსგავსი კომენტარები, რითაც კომენტარის ავტორი იმ ადამიანებზე მიგვითითებს, ვისაც არ მოეწონა ვიდეო და არმოწონების ღილაკს ჩააკლიკინა.
რა თქმა უნდა, ეს ქართული წარმოშობის კომენტარი არ არის და კოპირებულია

უამრავია კოპირებულები
უამრავია პაროდიები
და ყოველ წუთს ახალი ტენდენცია ჩნდება

განაგრძეთ
შემოგაშველებთ დროდადრო
This post has been edited by trank on 4 Nov 2015, 20:19