ZAZAi
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11590
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
|
#56982475 · 14 Oct 2020, 12:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის და ალბად მთელი საქართველოს მოსახლეობა ოთხ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ძაღლები, ვირები, ღორები და ჩმორები. ძაღლებში ჩვეულებრივ ოთხფეხა მყეფარებს ვგულისხმობ, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: პატრონიანები და უპატრონოები. პატრონიანი ძაღლები დილის 7 ისკენ გამოყავთ მოსასაქმებლად ვირებს, რომლებიც ბოლო ხმით უყვირიან თავის ძაღლებს, სულ ფეხებზე კიდიათ ვინმეს ძინავს თუ არა და როგორც წესი, შუა ქუჩაში ასაქმებინებენ თავის ძაღლებს. ქუჩას ვინ ჩივის, შეყავთ საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, რომ ბავშვებმა მათი ძაღლების განავალში ითამაშონ. ვირების ღრიანცელს უპატრონო ძაღლების ყეფა უერთდება, რომლებიც პატრონიან ძაღლებს უყეფენ და ვირებს უფრო მეტი ყვირილის საბაბს აძლევენ. შემდეგ იღვიძებენ ღორები, რომლებიც ყრიან სიგარეტის ნამწვავებს, ქაღალდებს, მზესუმზირას ჩენჩოებს, ცელოფნის პარკებს, ბოთლებს, ნიღბებს და ხელთათმანებს ქუჩებში, სადარბაზოებში, გაზონებზე, იფურთხებიან და შარდავენ სადაც უნდათ, ხოლო თუ შენიშვნას მისცემს ვინმე, იწყებენ ძაღლებივით ყეფას. ღორები ნაგავს ურნებშიც ყრიან, მაგრამ თუ გაივსო, ყრიან ურნების გვერდით, ხოლო თუ იმ ადგილას ურნა არ დახვდათ სადაც ადრე ყრიდნენ, ყრიან იქ, სადაც ადრე ურნა იდგა. არც კი მოსდით თავში აზრად სხვა ურნა მოძებნონ. ვირები ასევე საღამოსაც აქტიურდებიან. იწყებენ შუაღამემდე და ზოგჯერ მთელი ღამე ღრიანცელს, ბოლო ხმაზე აქვთ აწეული ჯაგიჯუგი, ისვრიან ფეირვერკებს, იარაღს. და თუ ვინმე შენიშვნას მისცემს, იწყებენ ძაღლებივით ყეფას. ჩმორები ვიღა არიან? ჩმორები ის ხალხია, რომლებიც ამ ყველაფრისგან წუხდებიან, მაგრამ სდუმან კრავული მორჩილებით, რადგან ყეფა არ ეხერხებათ ან ეშინიათ, ხოლო პოლიციის გამოძახება უტყდებათ და გინდაც გამოიძახონ, აზრი არა აქვს, რადგან პოლიციაში მოკალათდნენ უკვე ორფეხა ძაღლები, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ ჩმორები, რადგან ძაღლობისგან თავისუფალ დროს არიან ვირები და ღორები. რომ უბრძანონ, ალბად პოლიცია სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ მთავრობაშიც მოკალათდნენ ღორები, რომლებსაც ფეხებზე კიდიათ ჩმორები, რადგან ჩმორები ჩუმად არიან და იქნებიან ჩმორები მანამ, სანამ ხმას არ ამოიღებენ და ხელს არ გაანძრევენ. ახლა კი დაფიქრდით და აღიარეთ, რომელ კატეგორიას განეკუთვნებით თქვენ: ძაღლები, ღორები, ვირები თუ ჩმორები?
|