დ რ ი ფ ტ ი▀▄▀▄▀▄▀▄▀ 7 ნოემბერს ▄▀▄▀▄▀▄▀▄
BCG წარმოგიდგენთ – GEORGIAN DRIFT SERIES 2015–ის ფინალურ რბოლას!შეჯიბრი ჩატარდება – მოყვარულთა და PRO კლასში!
ღონისძიების FB ბმული:
EVENT LINKდასაწყისი: 12:00 / ბილეთის ფასი: 5 ლარი (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)
1. მონაწილეთა რეგისტრაცია (RIM) 09:00 – 10:00
2. ტექ.დათვალიერება 10:00 – 11:00
3. ბრიფინგი 11:00
4. მოყვარულთა კლასის სტარტი 12:00
5. PRO კლასი – მოყვარულების დასრულებისთანავე
ტერიტორიაზე იქნება JDM - VIP პარკინგი - სადაც დალაგდებიან იაპონიის ნათელი და სპორტული წარმომადგენლები.
კასტინგი ავთოსთან (კალანდაძე) 598 599 001 ან გიორგისთან (ქობულაშვილი) 597 727 399
შეჯიბრში
რეგისტრაცია ფასიანია:
მოყვარულთა კლასი 100 (ასი) ლარი (ინტერნეტით - 70 ლარი)
PRO კლასი 70 (ორმოცდაათი) ლარი (ინტერნეტით - 50 ლარი)
გაზრდილი საპრიზო ფონდი
PRO კლასი:I ადგილი –
250 (ორასორმოცდაათი) ლიტრი საწვავი
II ადგილი –
150 (ასორმოცდაათი) ლიტრი საწვავი
III ადგილი –
100 (ასი) ლიტრი საწვავი
მოყვარულთა კლასი:I ადგილი –
150 (ასორმოცდაათი) ლიტრი საწვავი
II ადგილი –
100 (ასი) ლიტრი საწვავი
III ადგილი –
50 (ორმოცდაათი) ლიტრი საწვავი
ყველა პრიზიორს გადაეცემა მედალი და დიპლომი, ხოლო I ადგილებს – თასები.
პრიზიორებს ასევე გადაეცემათ ენერგეტიკული სასმელი
BLU – 1 (ერთი) შეკვრა.სპონსორები ♥
• ენერგეტიკული სასმელი BLU
• ნავთობკომპანია Lukoil
• ავტონაწილების მაღაზია PremiX
• ავტომომსახურების ქსელი Vianor
პარტნიორები ♥
ტელეკომპანია GDS, რადიო ფორტუნა+, ავტორადიო, კინოთეატრი CAVEA, OUtdooR.ge, MyVideo.ge,
გადაცემა ავტორბოლა, ვებ სტუდია 63BITS, Aspria Fitness, Spitfire Media, გვერდი Georgian Cars და სამზარეულო დონ ჩიჩო.დრიფტის დებულება: http://docdro.id/JsMriH7დრიფტის წესები: http://docdro.id/RuaB512
დ რ ა გ ი▀▄▀▄▀▄▀▄▀ 8 ნოემბერს ▄▀▄▀▄▀▄▀▄ რუსთავის ავტოდრომზე – BCG და GDRS წარმოგიდგენთ ამ სეზონის ბოლო დამაგვირგვინებელ დრაგ ივენთს! ახალი სისტემით (წარმატებულად) დაწყობილი კლასები უფრო დავხვეწეთ რასაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ... ასევე დაიხვეწა დრაგის მთლიანი სისტემა და მაყურებელს აღარ მოუწევს (უინტერესო) კვალიფიკაციის ყურება – იწყება პირდაპირ დუელები! იქნება ფინიშის პირველი გადაკვეთით და პარალელურად (მხოლოდ ინფორმაციისთვის) მოხდება დროის ათვლა.
დასაწყისი: 12:00 / ბილეთის ფასი: 5 ლარი (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)
დრაგის გვერდი საქართველოში:
Georgian Drag Racing Seriesღონისძიების FB ბმული:
EVENT LINK▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
სპონსორები ♥
• ენერგეტიკული სასმელი BLU
• ნავთობკომპანია Wissol
• ავტონაწილების მაღაზია PremiX
• ავტომომსახურების ქსელი Vianor
პარტნიორები ♥
ტელეკომპანია GDS, რადიო ფორტუნა+, ავტორადიო, კინოთეატრი CAVEA, OUtdooR.ge, MyVideo.ge,
გადაცემა ავტორბოლა, ვებ სტუდია 63BITS, Aspria Fitness, Spitfire Media, გვერდი Georgian Cars და სამზარეულო დონ ჩიჩო.▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
ახალი სისტემით მონაწილეები დაიყოფიან სამოყვარულო და PRO კლასებში იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციისაა მათი წარმოდგენილი ავტომობილი.
►►► წარმოგიდგენთ სამოყვარულო კლასებს:
A კლასი [RWD+FWD 0cc–3600cc]
B კლასი [RWD+FWD 3601cc-4400cc]
C კლასი [RWD+FWD 4401cc-6500cc]
ABSOLUTE კლასი [RWD+FWD 6501cc+]
კვადრო კლასი [4x4]სამოყვარულო კლასში აკრძალულია: ► ძრავი, რომელითაც სერიულად არ გამოდიოდა აღნიშნული კუზაო
► სტოკი ტურბინის ან კომპრესორის შეცვლა
► დამსუბუქება: სალონის დაშლა, ბამპერების ან „ვიხლოპის“ მოხსნა და ჩამოსხმული დეტალების მიყენება.
► სლიკების და ნახევრადსლიკების დაყენება, ასევე Competition საბურავების. (გარდა ABSOLUTE კლასისა) საბურავების დაშვების საკითხავად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 574 999 918
► არასერიული ავტომობილების გამოსვლა
► A კლასში აკრძალულია ტურბინიანი ავტომობილებით გამოსვლა (ავტომატურად B)
► სპორტული სავარძლები შეიძლება თუ იქნება ორივე ერთნაირი და კარგ მდგომარეობაში! (ანუ სპეციალურად ჩაგდებულის "ვიდზე" არ უნდა იყოს!)
► კარბონის ან ფიბერის კაპოტი და საბარგული შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის იგივე ვიზუალის რაც ორიგინალი და არა ცოცხით შეღებილის "ვიდზე"!
► კომპრესორიანი Mercedes (3.2 და 5.5) თუ უყენია სპორტული გამშვები – ხვდება 1-ით ზედა კლასში.
ყველა დეტალი შემოწმდება გიორგი სულავას და ლევან გაბელიას მიერ! რაიმე მოტყუების მცდელობაში დაჭერისას – მრბოლელს ელის დისკვალიფიკაცია თანხის დაბრუნების გარეშე!
►►► წარმოგიდგენთ PRO კლასებს:
PRO კლასი [RWD+FWD 0cc–4400cc]
PRO ABSOLUTE კლასი [RWD+FWD 4401cc+]
PRO კვადრო კლასი [4x4]PRO კლასში თითოეული ავტომობილი გარდა სტანდარტული უსაფრთხოების მოთხოვნებისა – ვალდებულია იქონიოს ცეცხლმაქრი!
კოეფიციენტები (კლასების დასაბალანსებლად):
///M (გარდა ამერიკული E36-ისა, E34-ისა და E39–ისა) – 1.3
KOMPRESSOR- სტანდარტი 1.2 / შკივდაპატარავებული ან ფრთებშეცვლილი – 1.4
TURBO - 1.8
METHANOL – 1.5 (კვადრო ABSOLUTE–ში არ დაიშვება)
►►►
რეგისტრაცია: მოხდება ხუთშაბათს 19:00 – 21:00 (ვაჟაზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან) და კვირას (ადგილზე) 10:30–მდე.
მონაწილეობა (როგორც წინა დრაგზე) გავხადეთ ხელმისაწვდომი თითოეული მსურველისთვის:
► დრაგზე გამოსვლა საპრიზო ფონდის გარეშე – 50 ლარი
► რეგისტრაცია 1/2 საპრიზო ფონდზე – 70 ლარი
► რეგისტრაცია სრულ საპრიზო ფონდზე – 100 ლარი
A, B და Pro – კლასებისთვის აუცილებელია მოსვლა 10:30–მდე!
C, Absolute, PRO Absolute, კვადრო და PRO კვადრო – კლასებს (თუ ხუთშაბათს ექნებათ გავლილი რეგისტრაცია) – შეგიძლიათ მოხვიდეთ 13:00–მდე!
VIP რეგისტრაცია: 10:30-დან – კონკრეტული კლასის დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე – 150 ლარი
უკვე შესაძლებელია პიტლეინზე და სტარტთან მექანიკების ავტომობილის აყვანა – რეგისტრაციას ატარებთ ბოლიდთან ერთად – 30 ლარი
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
კლასი, სადაც არ შეგროვდება 8 ავტომობილი – საპრიზო ფონდი არ გათამაშდება და 50 ლარის ზემოთ გადახდილი სასტარტო უბრუნდებათ.
*** რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა.
► ყველას მაინც გირჩევთ მოხვიდეთ ხუთშაბათს, რომ შემოწმდეს თქვენი ავტომობილები და აიცილოთ რაიმე სახის გაუგებრობის გამო შეჯიბრის გამოტოვება!
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
► დაწყვილება მოხდება კენჭისყრით, ხოლო (წინა ეტაპის დროების გათვალისწინებით) ძლიერი მრბოლელები სატურნირო ცხრილში განლაგდებიან ისე, რომ არ მოუწიოთ თავიდანვე შეხვედრა.
► წყვილებში დროის ათვლა მოხდება ორივე ზოლზე, ხოლო გამარჯვებული კი გამოვლინდება ფინიშის ხაზის პირველი გადაკვეთით.
▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄
VIP Parking - გიორგი ქობულაშვილი – 597 727 399 / პრო-
ფოტოგრაფების აკრედიტაცია: 598 96 04 07 გიორგი ჯაფოშვილი /
ტელევიზიის და სხვა მედიასაშუალებების აკრედიტაცია: 591137111 გიორგი ხუგაშვილი.
აკრედიტაციის შედეგად შეგეძლებათ სპეც. ზონებიდან საუკეთესო სურათების გადაღება!
საპრიზო ფონდი (კლასში პრიზის ასაღებად აუცილებელია მინიმუმ 8 მონაწილე)
I ადგილი – 150 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ენერგეტიკული შეკვრა BLU, თასი, სიგელი და მედალი!
II ადგილი – 100 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ენერგეტიკული შეკვრა BLU, ასევე სიგელი და მედალი!
III ადგილი – 50 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ენერგეტიკული შეკვრა BLU, ასევე სიგელი და მედალი!განლაგება ავტოდრომზე:

მძღოლისთვის დაწესებული მოთხოვნების და ჩემპიონატის სისტემის სანახავად დააჭირეთ სპოილერს!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აკრძალულია:** შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
** სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
*** თუ იჭრება ძარის დეტალები, კარები და ა.შ. – აუცილებელია დადუგვა!შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება: სქემა #1
რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს, რომელსაც
აკრავთ მგზავრის ადგილის წინ (საქარე მინაზე, ე.წ. „ლაბავოიზე“)
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დამადასტურებელი ჩეკი უნდა შეინახოთ თუ ქრონომეტრაჟის დაზიანების ან ორგანიზატორის მხრიდან სხვა პრობლემის წარმოქმნის
შემთხვევაში - გადაწყვიტავთ დრაგის დატოვებას და მოითხოვთ გადახდილ თანხას. თუ დადგებით სტარტზე - თანხა აღარ ანაზღაურდება!
ყველა კლასის ავტომობილი რეგისტრაციის გავლისთანავე აკრობს სასტარტო ნომერს მარცხენა (მძროლის მხარეს)
და გადადის დახურულ პარკში, სადაც ელოდება ტექნიკურ შემოწმებას...ტექნიკური შემოწმება უკვე ტარდება სრული დატვირთვით – და არა ისე როგორც წინა წლებში!
უსაფრთხოების ზოგადი წესები1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
6. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
7. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
8. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
9. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
10. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება პადოკში, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
11. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
12. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
13. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ამ დროს შუქნიშნებზე ინთება წითელი შუქი ან ყველა მსაჯი რომელიც მხედველობის არეში იმყოფება წევს წითელ ალამს რაც იმისი მანიშნებელია რომ მძღოლებმა უნდა დააგდონ სიჩქარე მაქს 50 კმ. სთ–მდე და მზად უნდა იყვნენ დაუყოვნებელი გაჩერებისათვის.
14. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.
15. აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი, რომელიც უფასოდ მოგეცემათ ან შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი. გარბენის შემდგომ ცდილობთ - რაც შეიძლება მალე მიაწოდოთ სტარტზე, რომ ავიცილოთ დრაგის დროში გაწელვა.
წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა. (სქემა #1 & 2)
1. როდესაც 2 ავტომობილი დგება სტარტზე და შემდეგი ხართ თქვენ - გადადიხართ წინასასტარტო ზონაში, სადაც ახურებთ საბურავებს!
2. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 30 წამის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
3. აკრძალულია მრბოლელების მიერ სარბოლო მონაკვეთზე სიარული, დროის თუ სხვა სიტუაციების გარკვევის მიზნით! მრბოლელების ზონაში არის დაფა, სადაც მრბოლელს თუ მის ტექნიკურ ჯგუფს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია დროის თუ გამოსვლის რიგითობის შესახებ.
4. ავტომობილის კრიტიკული დაზიანებისას (საფრთხის შემცველი ან გადაადგილების შეზღუდვისას) - პრობლემის აღმოფხვრისთვის, მრბოლელს შეუძლია ითხოვოს (მთავარ მსაჯთან), რომ გადაინაცვლოს კონკრეტული ეტაპის დუელების ბოლოში, რაზეც (ღონისძიებების სიტუაციიდან გამომდინარე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება მიიღოს უარი.
5. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
6. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
7. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.
8. შეჯიბრის ფინალური ეტაპების დროს, იმ მონაწილეს რომელსაც კვალიფიკაციის შედეგებით უმჯობესი შედეგი აქვს უფლება ეძლევა აირჩიოს სარბოლო ზოლი.
9. ორივე ავტომობილის გაფუჭებისას, შემდეგ ეტაპზე გადადის კვალიფიკაციაზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
10. ერთი ავტომობილით 2 მრბოლელის მონაწილეობის შემთხვევაში, სტარტზე გამოსვლისას (შუაში მყოფ) მსაჯებს ეუბნებით თქვენს საბორტო ნომერს.
ფალსტარტი.1. ფალსტარტის დროს მონაწილე აგებს 1 ქულას.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე-2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1-ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ 1 ქულის წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში ხდება დამატებითი 1 დადგომის დანიშვნა მონეტის აგდებით. ასე გრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.
4. როდესაც ფალსტარტი კეთდება ფინალებში ორივე მძღოლისგან – ინიშნება განმეორებითი გარბენი სტარტის ყველა პროცედურის დაცვით.
ტრასაზე მოძრაობა. სქემა #3

1. სტარტის ნიშნის შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.
3. ქრონომეტრაჟის უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია სარბოლო მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს გადასვლა, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს დროის ათვლის სისტემა, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება წესების დამრღვევს. გარდა ამისა სარბოლო ზოლის გადაკვეთა ჯარიმდება 1/2 სასტარტო შენატანით.
4. ქრონომეტრაჟის სისტემის დაზიანების შემთხვევაში დრაგი გრძელდება ფინიშის პირველი გადამკვეთის პრინციპით.
5. მრბოლელი, რომელიც უარს იტყვის ქრონომეტრაჟის სისტემის გარეშე რბოლაზე – (სასტარტო შენატანის გადახდის ჩეკის წარდგენისას) დაუბრუნდება თანხა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში:ორგანიზაციული და მარკეტინგული თემების ირგვლივ – გიგი ტუღუში 574 714 741
ტექნიკური მოთხოვნების და წესების ირგვლივ – გიორგი სულავა და ლევან გაბელია 574 999 918
VIP პარკინგზე საკუთარი ექსკლუზიური ავტომობილისთვის ადგილის დაჯავშვნისთვის – გიორგი ქობულაშვილი 597 727 399
წარმატებები! და გელით დრაგის ფინალურ ეტაპზე!