თემა ვერ ვნახე და გადავწყვიტე გამეზიარებინა შთაბეჭდილებები...
2009 წელს 18 დღით ვიყავით უნივერსიტეტიდან , საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, კარაკასში დაგვხვდა გიდი რომელმაც დაგვაბინავა სასტუმროში, მეორე დღეს კანაიმის ეროვნული პარკისკენ გავემართეთ , თუმცა ძალიან მინდოდა ჯერ კარაკასი გვენახა , ბევრი ვერაფრის ნახვა ვერ მოვაასწარით,
პარკში ინდიელები ცხოვრობენ, თბილი ხალხი აღმოჩნდა, გვიმასპინძლეს კიდეც, არის ასევე რამდენიმე სასტუმროც, საშუალო ფასი რუსულ ფულზე 1000 მანეთი იყო ღამე, უფასო საუზმეც შედიოდა ფასში თუმცა კერძებით დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი , გარესამყაროს მოწყვეტილი ადგილია, , გიდმა გვითხრა რომ შეგვეძლო ვერტმფრენი გვექირავა მაგრამ თან გვირჩია ფეხით უკეთესია ბევრ საინტერესო რამეს ნახავთო და მართალიც აღმოჩნდა..


გიდი

რორაიმის მთა





ანხელის ჩანჩქერი




წამოსვლისას წვიმა დაიწყო..


ეს კაცი გიდს ახლდა თან, ყოველ ნაბიჯზე ასეთი მდინარეები იყო, საწყალი გავწყვიტეთ წელში გოგოებმა...

ჩავედით თუ არა დაბლობში ახლომდებარე სოფელში სასტუმრო ვნახეთ ,

რორაიმთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი კუნკუ



ჩვენი სასტუმრო კარაკასში


და ბოლოს კარაკასის გარეუბანი, ჯგუფს გვინდოდა შესვლა მაგრამ გიდმა გვითხრა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ ვარო..