anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#46168922 · 9 Nov 2015, 08:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირაკლი17
ინტერვიუ წაიკითხე ?
ნოდარ ნათაძე: ,,ხელისუფლების იურიდიულად უსუსური შეტევა რუსთავი-2-ის ტელევიზიაზე ვერ უნდა იქცეს სამოქალაქო ცემა-ტყეპის საგნად. “
8:08 ; 1-11-2015 • 229 ნახვა 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა უნიათო ოპოზიციის უნიათო მიტინგი დაარბია მხუთავი გაზით, რომელიც `ცრემლმდენად გამოცხადდა (მისგან გა¬მო¬დე-ნილი ცრემლი არავის გვახსოვს, ფილტვების ლამის მახრჩობელა სპაზმი კი ძალიან ბევრს). ამ უნიჭოსა და ბარბაროსულ აქტს თითქოს აზრი არ უჩანდა: მიტინგი არანაირ საშიშროებას არ უქადდა არც სააკაშვილის ძალაუფლებას, არც, მით უმეტეს, სახელმწიფოს. მისი აზრი შემდეგღა გამოჩნდა: 1. ნატოს სამიტზე, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ ტარდებოდა, საქართველოს ნატოში მიღების მოწინააღმდეგეს ხელთ მიეცა შეუვალი არგუმენტი `ხომ ხედავთ, ქართველები დემოკრატიის ბაიბურში არ არიან, რა უნდათ ამათ ნატოში?
შედეგი ვიცით – საქართველომ მაპი ვერ მიიღო.
2. 2008 წლის ომს, რომელიც, როგორც გამოირკვა, უკვე მზადდებოდა, ფონად უნდა ჰქონოდა მსოფლიოს ანტიპათია არადემოკ-რატიული საქართველოს მიმართ. რუსეთის ეს მეორე გეგმა და ბრძანება სააკაშ-ვილი¬სადმი, პირველისგან განსხვავებით, ვერ განხორციელდა: მოწინავე მსოფლიომ, რომელსაც ესმოდა, რას ნიშნავს რუსეთის გახდომა ამიერკავკასიის მეოთხე სახელ-მწიფოდ, ეს არ დაუშვა.
ამ ისტორიულ კონტექსშტი ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ თეთრი ძაფით შეკერილი დღევანდელი ვნებათაღელვა რუსთავი-2-ის მიტაცების თაობაზე არის იმავე წყაროდან მომდინარე პროვოკაცია.
დღეს რომ ტელევიზიით ცხადდება, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების (წაიკითხეთ: სამოქალაქო ცემა-ტყეპის ან მტრისთვის უკეთეს შემთხვევაში – სამოქალაქო ომის) წინაშე დგასო, და ეს განცხადება რომ საათობით გაჩერებულია რუსთავი-2-ის ეკრანზე, ეს, მასის ფსიქოლოგიის ყველა კანონით, ამ დაპირისპირების სტიმულირებას ნიშნავს.
შემკვეთი, რაღა თქმა უნდა, ისევ რუსეთია.
რუსეთი სირიაში ომს აგებს (ეს უკვე ცნობილია). მის დიქტატორს – პუტინს, თავის რიგით ქვეშევრდომთან (ე.წ. `ვანიასთან) რეაბილიტაცია სჭირდება, როგორც `ძლიერ ხელს და რუსეთისთვის მისი იმპერიული პრესტიჟის პოტენციურ აღმდგენს (`ვანიას ილუზიების შინაარსი ხომ სწორედ ეს არის). ამ რეაბილიტაციის საუკეთესო იარაღია ძლევამოსილი დარტყმა ვიღაცაზე, რომელსაც ის ვიღაცა დღეს პასუხს ვერ გასცემს ან არ გასცემს.
ვინ არის რუსეთისათვის დღეს დაძლევად ქვეყნებს შორის რუსი მასისათვის ყველაზე საძულველი მოწინააღმდეგე და ყველაზე სასურველი მსხვერპლი? რა თქმა უნდა, ოდესღაც საბჭოთა ტერმინოლოგიით `მზიური საქართველო. ლავროვს ოფიციალურად გაცხადებული აქვს დასავლელებისათვის: თუ სირიას (ანუ: ასადს) დაარტყამთ, საქართველოს დავარტყამთ (რა ლოგიკით? ამას არავინ კითხულობს, მით უმეტეს, არც ვანია იკითხავს).
პუტინი თავისი პრესტიჟისათვის რუსი ხალხის თვალში ნე-ბის¬მიერ ავანტურაზე წამსვლელია, განურჩევლად იმისა, რას მოუტანს მისი ეს ავანტურა მის ქვეყანას არახვალინდელ მომავალში. ის, თუ რომელია საქართველოზე რუსეთის მორიგი დარტყმის გეგმა, ჩახედულთათვის ადვილი მისახვედრია: ეს არის ყადორის უღელტეხილით დარტყმა კახეთზე და აქედან –შეუჩერებლად, ვაკე-ვაკე კასპიის ზღვაზე გასვლა, რითაც დიდი ხნით იკეტება დასავლეთის გზა შუა აზიისკენ. რუსეთის აგრესიული სათავდაცვო დოქტრინა მოიცავს იმის უფლებას, რომ რუსეთი შეიარაღებული ძალით ჩაერიოს მეზობელი სახელმწიფოების შიგნით არსებულ არეულობებში და თავის მეზობელ ორ ქვეყანას შორის საომარ კონფლიქტში (ამ მხრივ უაღრესად ნიშანდობლივია ამასწინანდელი `წაკინკლავება მარნეულში.
ეს არ უნდა მოხდეს. საქართველოში `სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა შეიქმნას. ხელისუფლების იურიდიულად უსუსური შეტევა რუსთავი-2-ის ტელევიზიაზე ვერ უნდა იქცეს სამოქალაქო ცემა-ტყეპის საგნად.
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ უბადრუკი ძიძგილაობის მიზანი არ სცილდება მესაკუთრის შეცვლას და, ამგვარად, ამ არხის ერთი პატრონის (სააკაშვილის) ხელიდან მეორისაში გადასვლას, რაც არხის დახურვას არ ნიშნავს.
ორივე მოძიძგილავე მხარე, ჩემის აზრით, ერთნაირად უპერსპექტივოა საქართველოს ინტერესთა დაცვის თვალსაზრისით, ერთნაირად დამნაშავეა (პრინციპში) სამშობლოს წინაშე და ერთნაირად რუსულია – ერთი უფრო ფარულად, მეორე უფრო ღიად. ერთადერთი არსებითი განსხვავება (სიტყვას `არსებითი ხაზს ვუსვამ) ის არის, რომ სააკაშვილის გუნდი სისხლიანია, მას მრავალი სულის ცოდვა ადევს, ივანიშვილის გუნდი კი – არა.
ვფიქრობ, საზოგადოების ქუჩაში გამოსვლა ამ ორი, რბილად რომ ვთქვათ, არაკონდიციური პოლიტიკური სუბიექტის – ან ერთის, ამ მეორის – სასარგებლოდ და საერთო შემკვეთის გასახარად, სამარცხვინო (ამ სიტყვასაც ხაზს ვუსვამ) შეცდომა იქნება. ეს აზრი, რომ მიმდინარე `ბრძოლა საერთო არაფერი აქვს `დემოკრატიასთან – რომ იგი მხოლოდ წვრილმანი პოლიტიკური ძიძგილაობაა, რომელშიც ორივე მხარე მტყუანია სამშობლოსა და სინდისის წინაშე – ალბათ, იგივეა, რაც ყველა გონიერი მოქალაქის აზრი. ამ უღირს პროცედურაში ჩარევისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ამ თემაზე აზრის გამოთქმა ღირს, მაგრამ მისთვის ძალისხმევის გაღება და, მით უმეტეს, სისხლის გაღება სასაცილოა.
ნოდარ ნათაძე
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|