ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობის აქციას იწყებენ
18:52 08-11-2015
ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობის აქციას იწყებენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას დღეს, 24:00 საათიდან დაიწყებენ.
როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მათთან ერთად პარტიის სხვა მხარდამჭერებსაც შეეძლებათ დარჩენა და შიმშილობის აქციის დაწყება. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მოხალისეების სიების შედგენა მიმდინარეობს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.
როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.
"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას მოითხოვენ
17:09 08-11-2015
"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას მოითხოვენ "არა გაყალბებულ არჩევნებს", - ამ სლოგანით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ "პატრიოტთა ალიანსის" მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო გარემოს შეცვლა, ასევე თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, რადგანაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების თქმით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.
მსვლელობის დაწყებამდე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა სიმშვიდისკენ, მან ასევე მადლობა გადაუხადა პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც, ინაშვილის თქმით, მათზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ.
ინაშვილის თქმით, მათ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში მსვლელობასთან დაკავშირებით, შეტანილი აქვთ, შესაბამისად, აქვთ ნებართვა მსვლელობის.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერი, სადაც მოითხოვენ არჩევნების გამყალბებლების დასჯას. მთავრობის ადმინისტრაციასთან "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
მურთხქალა პროტივ კლექალა
პროტივ კლიზმი ნეტ პრიომა ესლი ნეტ დრუგოი კლიზმი.
პოპკორნი ბლომად პოპკორნი
ძელაემ სტავკი გასპადა,
This post has been edited by kardinali100 on 8 Nov 2015, 19:24