ამასწინებზე წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო სტატიას, განვითარებულ და განვითარებად ერებზე. მთავარი აზრი ამოვკრიფე და აქ მოკლედ მოგიყვებით. ვისაც არ ეშინია რუსული ტექნიკური სიტყვების რახარუხის და აინტერესებს გამოთვლის მეთოდოლოგია, შეუძლია მთლიანი სტატია წაიკითხოს აქ
http://voprosik.net/o-razvityx-i-nerazvityx-narodax/"ყველა ერი თანასწორია,მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია"
მსოფლიოს მოსახლეობის ბიოლოგიური არსი გამოიხატება იმაში, რომ მას აქვს თვითგანახლების და შემადგენლობის ცვლილების თვისება შობადობისა და სიკვდილიანობის მეშვეობით. ეს პროცესი დამოკიდებულია სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიოლოგიურ, გენეტიკურ, გეოგრაფიულ თუ სხვა ფაქტორებზე. ამ ფაქტორების ზემოქმედებას მსოფლიო მოსახლეობაზე სწავლოს დემოგრაფია. ამ მეცნიერებას დღეს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის დაგეგმვაში.
კვლევის ავტორმა შეადარა მსოფლიოს 220 ქვეყნის პოპულაციური პირამიდები ბოლო 100 წლის მანძილზე. ეს პირამიდა არის თვითორგანიზებადი სისტემა და ასახავს ერის დემოგრაფიულ ქცევას. კვლევის შედეგად შეიქმნა მოდელირებული პირამიდა განუვიტარებელი ქვეყნებისთვის და მსოფლიოს 220 ქვეყანა დაიყო სამ ჯგუფად.
1) უგანდის ჯგუფი (უგანდის პირამიდა ყველაზე უფრო ჰგავდა მოდეირებულს)
2) გარდამავალი ქვეყნები
3) მონაკოს ჯგუფი (მონაკოს პირამიდა ყველაზე ნაკლებად ჰგავდა მოდელირებულს)
რუკაზე მწვანედ მონაკოს ქვეყნები, ყვითლად გარდამავალი, წითლად უგანდის ჯგუფი.

პირველი რასაც ვხედავთ არის ის, რომ მკვეთრად გამოკვეთილია რეგიონალური განსხვავებები. ყველა ვაღიარებთ, რომ მწვანედ აღნიშნულია ქვეყნები, რომლებმაც მოიტანეს ცივილიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი.
ამ რუკას დეგა კარგად თუ შეისწავლის, სიტყვას აღარ იტყვის დამპალ კაპიტალისტ-იმპერიალისტებზე, რომლებმაც "სოციალური უთანსაწორობა მოუტანეს მსოფლიოს".
ასე მაგალითითისთვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ერები, რომელებიც დიდი ხნის მანძილზე ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და იზოლირებული იყვნენ მსოფლიოსგან, ასე გადანაწილდნენ:
-მონაკოს ჯგუფი: საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა;
-გარდამავალი ჯგუფი: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი;
-უგანდის ჯგუფი: თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი.
ანუ ტოტალურმა საბჭოთა წყობამაც ვერ შეუცვალა მასში შემავალ ეთნოსებს დემოგრაფიული ქცევა და ისინი გადანაწილდნენ იმ ჯგუფებში, სადაც მათთვის ბუნებრივად არის ადგილი.
ეხლა ჩემი რეზიუმე, რა აზრი გამოვიტანე.
1) ქართველი ერი ვართ დასავლური (ანუ ევროპული) ცივილიზაციის ნაწილი და ეს არ არის ჩემი, ან ვინმე სხვის სუბიექტურ მოსაზრებებზე დამოკიდებული, არამედ დადგენილი ციფრებით, ფორმულით, კომპიუტერით, ადამიანის სუბიექტური განცდებისგან თავისუფალი დასკვნა.
2) ცივილიზაცია საქართველოში არ მოუტანიათ რუსებს, როგორც ზოგზოგიერთ მათგანს და აქაურ რუსეთუმეებს უნდათ შემოგვასაღონ და სხვა კავკასიელ და შუა აზიელ ერებს მიგვაწერონ.
3) რომ არა საბჭოთა კავშირი, ჩვენც, რუსებიც, უკრაინელებიც არ ვქინებოდით ასე ჩამორჩენილი დასავლეთისგან, რომელმაც ბოლო 500 წლის მანძილზე შექმნა 5 მტავარი რამ, რამაც განაპირობა მსოფლიოს განვითარება : მეცნიერება, კონკურენცია, კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლება, მედიცინა. აქედან 3 ასპექტში საბჭოთა კავშირი რბილად რომ ვთქვათ მოიკოჭლებდა. ამ სამი პრინციპის აღიარება მოგვიწია საბოლოოდ, ოღნდ გაცილებით გვიან.
4) არანაირი სოც დამხარებები, ფულის ჩუქება, უფასო მშობიარობა, ნათლობა არმოგვიმატებს შობადობას. გინდათ მეტი შობადობა? მაშინ უნდა გადავიდეთ უგანდის ჯგუფში

5) მეხუთე და ყველაზე მთავარი. ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ჩვენთვის ბუნებრივი და ის განპირობებულია ძირიტთადად გარე, რუსეთის ფაქტორით, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე პერმანენტულად გვსჯის. რომ არა 90-იანები დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნების დონეზე ვიქნებოდით.
ქართველ ერს აქვს ინტელექტუალური, თუ სხვა რესურსი უკეთესი ცხოვრებისთვის. ჩვენ არ გავქვს ბუნებრივად დადგენილი "პატალოკი", როგორც სამწუხაროდ აქვთ აფრიკულ ნაციებს.
მადლობა თუ ვინმემ ბოლომდე წაიკითხეთ, იმედია მადენი ნეგატიური ინფორმაციის შემდეგ ცოტა პოზიტივი მიიღეთ და რაც მთავარია მუშაობის ხასიათზე დაგაყენეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხართ, კარგად აკეთეთ თქვენი საქმე, ეგ არის ევროპული წარმატების ფორმულა
This post has been edited by brutal_88 on 31 Oct 2015, 12:20