ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა მკაცრი კლიმატური პირობებით და ვულკანური რელიეფით. ჯავახეთში ბევრი ხეობა და მდინარეა, და ცნობილია ტბების სიმრავლით. ჯავახეთი ისტორიულად მესხეთის ნაწილი იყო და დასახლებული იყო ქართველთა ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფით ჯავახებით. 1828-1829 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის გამო ჯავახების რაოდენობა ძალიან შემცირდა და უმეტესობამ დატოვა ეს მხარე. რუსეთის იმპერიამ მათ ადგილას ოსმალებისგან დევნილი სომხები დაასახლა. ამჟამად ჯავახების ოდენობა ჯავახეთის მხარეში დაახლოებით 5 000-მდეა. ივანე ჯავახიშვილი წერდა:
„როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წელს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა. (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული. რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წ. ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (=ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს. მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (=ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (=ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფე და წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადსახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266). ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგ. 1828 წ. ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წ-ლს. ქართველთა მანგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეიჭრათ (Иваненко op. cit. 267). ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.“
ამ თემაში ვისაუბროთ ჯავახეთზე და მის ისტორიაზე.
* * *
მადათაფას ტბა.