მოკლედ შაბათს გავიღვიძე და იმენა ცხოვრება მიხარია რა, არ ვდგები ვნებივრობ ლოგინში, აი გამოშუშვას რო ეძახიან მაგას ვშვრები
შაბათი ყველაზე მაგარი დღეა იმიტომ რომ მეორე დღეს კვირაა
მოკლედ კარგად ვარ, თან ვგეგმავ რო ეხლა ავდგები შევჭამ, მერე რამეს წავიკითხავ, მერე კომპიუტერი, კომპიუტერული თამაში, მერე ჩამოვკრავ
მერე იქნებ რამე კარგი ფეხბურთიც იყოს ტელევიზორში
მოკლედ გავწერე დღის გეგმა და ბრახ! უცებ გამახსენდა წინა დღით დედაჩემს რომ შევპირდი ბებიაჩემს სოფელში პროდუქტებს ავუტან მეთქი
მოგი##აააან, ფეხებს რო აწევ ზემოთ საბნიანად და უშველებელ ### ს რო გავხარ მასე ვიყავი 2 წუთი
ბებიაჩემთან ამ ზაფხულს კონფლიქტი მქონდა და ვარიდებდი თავს შეხვედრას
თან ქალი მაინც რა არის რა, როგორ შეიძლება 2 კაცს ჩხუბი მოუვიდეს მეზობლის თივის ზვინზე, აი თივის ზვინი როგორ უნდა იყოს განხეთქილების მიზეზი თან მეზობლის? ეგ მარტო ქალებს და ბებიაჩემს შეუძლია ეგეთ რამეებზე ჩხუბი
ნუ მოკლედ სიტყვა სიტყვაა ძმაო, შეპირდი უნდა შეასრულო

მარტო იქ ამსვლელი არ ვიყავი ჰოდა ჩემს 2 ბიძაშვილს დავურეკე ნოდარას და იკუნას
მეთქი ესე და ესე და იქ მარტო არ გამიშვათ
არა ნუ ეგრე არ მითქვამს, წამო მწვადი შევწვათ თქო მარა ეგ საბაბი იყო
მოკლედ ვიყიდეთ რაღაცები და ავედით
ნოდარა და იკუნა მაგარი ხალხია მართლა
ნათესაობა და ერთი გვარი კი, მარა ვაფშე არ ვგავართ ერთმანეთს, სამივე განსხვავებული
და ამიტომ ერთად კარგად ვართ, ვავსებთ თითქოს, თან აი სერიოზულად ვერ ვჩერდებით ერთად, სულ უნდა ვიცინოთ ### ობები ვილაპარაკოთ და ერთმანეთს ვაჯვათ
მეგობრები რო იკრიბებიან ხო მიდის საუბარი და შიგადაშიგ ღადაობა
ჩვენ მომენტებში ვართ ხოლმე სეროზულები, არ გამოდის რა, იმენა პაროდიული აურა იქმნება
სულ რო არაფერი ხდებოდეს უცებ სიცილს ვიწყებ ამათ რო ვუყურებ
ხოდა ვსხედვართ სოფელში აივანზე რომელიც ბაღს გადაჰყურებს და ვმსჯელობთ 1000 ### ობაზე
აი ნოდარამ მაგალითად იდეა შემოაგდო რო შენთან აქ პლანს დავთესავ ცოტასო მოვუვლიო ჯიგრულად და ამოვალ ხოლმეო მოსაწევად
თან ეტყობა რო სერიოზულად ბაზრობს, მართლა ფიქრობს, ჰოდა რავი ავყევი მეთქი ბაზარი არაა, შენ რო არ იქნები ბებიაჩემი მოუვლის მეთქი
თან ვმსჯელობთ პოლიცია რო დაგვადგეს ბებიაჩემს როგორ შევტენოთ ყველაფერი
მერე ფულზე ჩამოვარდა საუბარი და იკუნამ ნეტა ერთი 5 მილიონი მქონდეს მექსიკაში მოვხევდიო
აქ იმენა ერთსულუვნად დავაჯვით მე და ნოდარან რო შე დებილო მექსიკაში რა გინდა, რამდენი კარგი ადგილია
მოკლედ კარგად ვართ და ბიჭო შემოდგომის სოფელი გინახავთ? ყველაზე მაგარი დროა სოფლისთვის
თან ბაღში ბევრი ხე მიდგას და ჩამავალი მზის შუქზე მუქი ყვითელი ფერი როა ყველგან
მიწაც თითქოს ახალნამშობიარები ქალივით სუნთქავს ღრმად
ირგვლივ რაღაც ნოყიერი ატოსფეროა
თან სიმშვიდე სიმშვიდე სიმშვიდე
კანტიკუნტად რო გაივლიან სოფლის მაცხოვრებლები
თან აივნიდან ვუყურებ როგორ ფუსფუსებს ბებიაჩემი ბაღში, რაღაც მოაქვს, თან გზადაგზა ისვენებს, ბლის ხეს ეყრდნობა ძალების მოსაკრებად
რაღაც ამაღლებული მომენტი იყო რა, 100 წამი რომელიც უნდა დაიჭირო სანამ ცოცხალი ხარ ან რამე
ეგრევე სენტიმენტები მომეძალა
დაკარგულ და გაფრენილ ახალგაზრდობაზე
სოფლის დაკარგულ სიმშვიდეზე, რომელიც ნაცრისფერი, ჭუჭყიანი და ჭაჭყანა ქალაქის ბეტონის კოლოფებში გვაქვს გაცვლილი
იმ ახლობლებზე რომლებსაც ისე ხშირად ვერ ვხედავთ როგორ საჭიროა და მოკლედ ვიტირებდი და##ვებულ იკუნას რო არ ეკითხა ეს ყურძენი იჭმევაო
და მერე საღამოს ცეცხლი დავანთეთ სამივემ, იმათ ღვინო გამოიტანეს და წრუპავდნენ
თან ჩემი სოფლის ცა ძალიან ლამაზია ღამე, ბევრი ვარსკვლავებით
თან აცივდა და ცეცხლს ვართ მიფიცხებულები, თან სოფლის სიჩუმეს ვუსმენთ და ცეცხლი არ ჩაქრეს მარტო ის გვინდა
და სულ ერთი წამით მომინდა ღიპიანი მკერდბანჯგვლიანი თამადა ვყოფილიყავი რო აი იმ ცეცხლის სადღეგრძელო დამელია რომელიც იმ წუთას გვათბობდა და რომლის ჩაქრობაც ყველაზე მეტად გაგვიტყდებოდა სამივეს, ნოდარას პლანის ბიზნესის ჩავარდნის გარდა რათქმაუნდა
და მეთქი აი ეგ ხართ რა, ამდენ ### დაზეპირებულ სადღეგრძელოებს რო ამბობთ, დედა ბუნება და კუთხე კუნჭული კი არა რაც მართლა გიყვარს იმ მომენტში ის უნდა ადღეგრძელო თქვე გოიმებო
ჰოდა რატო გავიქაფე ამდენი, თამაზ ჭილაძეს უწერია ერთგან ადამიანი იქამდე ცოცხლობს სანამ ვინმეს კიდევ უყვარს საერთოდო
ჰოდა მემგონი მართალია, ახალდაბადებული ბავშვი მაგიტოა ჯანმრთელი, ვარდისფერი და ახალგაზრდა უკიდეგანოდ რომ უყვართ მშობლებს
და მოხუცები მაგიტო ქრებიან და ფერმკრთალდებიან ნელ-ნელა, სიყვარულით რო ვეღარ იღებენ ენერგიას
შეიძლება ### ობაა მაგრამ ლამაზი ### ობა, ლამაზი ### ობები კიდე საჭიროა ჩვენი ### ცხოვრება რომ გაალამაზოს