მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ,
ალბათ ყველას გაგჩენიათ კითხვა როგორ , გავხდეთ ფინანსურად უზრუნველყოფილი ?
საქართველოში ძალიან ძნელია იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი ეს ყველას მოგვეხსენება და ხშირად ხალხს სხვა და სხვა მიზეზი აქვს მისი წარუმატებლობის ასახსნელად ,მე ვეცდები იმ მიზეზების ჩამოყალიბებას რომელსაც ხშირად გამოთქვამენ ადამიანები საქართველოში : 1) არასტაბილური გარემო ; 2) მთავრობა არსად და არაფერში არ გვეხმარება პირიქით ხშირ შემთხვევაში ხელსაც კი გვიშლის სხვა და სხვა კანონპროექტებით; 3) ყველაზე მთავარი ბიზნესის დასაწყებად სახსრების არ ქონაა ; 4) ძირითადად არსებობს ისეთი აზრი რომ, საქართველოში არაფრის კეთება არ ღირს იმიტომ რომ, ესა თუ ის ბიზნესი უკვე ათვისებულია და აზრი არ ააქვს უკვე მრავალი წლის წინ დაწყებულის ახლიდან დაწყებას და ასე შემდეგ უამრავი მიზეზი რომლის ჩამოთვლასაც ალბათ ძალიან დიდი ხანი მოუნდებით , მოკლედ რომ , ვთქვათ ეს არის ის მიზეზები რომლებიც ჩამოყალიბდა ჩვენს რეალობაში , მაგრამ, ხომ არსებობენ ადამიანები ჩვენს ირგვლივ რომლებიც ზუსტად ისეთივე გარემოში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ როგორც ჩვენ და იზრდებოდნენ ჩვენთან ერთად , ადამიანები რომლებიც ჩვენზე წინ არაფრით ყოფილან მაგრამ მათ შეძლეს და ამ პესიმისტურ გარემოში რომელსაც ჩვენ ასე ვაყალიბებთ ძალიან დიდ წარმატებებისთვის მიახწიათ, დიახ ამ საქართველოში როგორსაც ჩვენ ვხატავთ შავად მიახწიეს ძალიან დიდ წარმატებებს და ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან , მაშ როგორ ავხსნათ ეს ჩვენ ,შეუძლებელ გარემოში როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა წარმატებების მიხწევა ? ალბათ ზოგი იფიქრებს რომ , ძალიან გაუმართლათ . მაგრამ გვჯერა გულის სიღრმეში რომ ,მხოლოდ გამართლების შედეგად გააკეთეს ეს ,. რა თქმა უნდა არა. შეუძლებელია მიახწიო წარმატებას თუ არ მოინდომებ , სახლში ჯდომით ან თუნდაც სამსახურში ჯდომით შეუძლებელია გახდე წარმატებული , იყო სხვისი ფუტკარი ეს ნიშნავს რომ ერთ ადგილს ტკეპნი , არსებობს ორი გზა : ან წინ მიდიხარ მწვერვალისკენ ან უკან წარუმატებლობისკენ ,სხვა გაზა არ არსებობს ერთი ადგილის ტკეპნა ნიშნავს უკან სვლას , სამსახური ხომ ზუსტად ერთ ადგილას გაჩერებაა , (JOB) ინგლისური სიტყვის აბრივიატურაა

ანუ იშიფრება)როგორც:“უკეთესი ვიდრე ბანკროტი“ ესეც განვითარებულ ქვეყნებში სადაც ხელფასები საკმაოდ დიდია ,ჩვენს შემთხვევაში კი საქართველოს ვგულისხმობ პირდაპირ ბანკროტი. საქართველოს რეალობაში რამდენია სამსახურიდან შემოსავალი დაახლოებით? ალბათ თვეში 300-დან 1000-ლარამდე , აბა დაფიქრდით შესაძლებელია ამ შუალედის შემოსავლებით იყო ყველაფრით უზრუნველყოფილი ? რა თქმა უნდა არა , . არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს მამაკაცი ხარ თუ ქალი შეუძლებელია,. ხშირად საქართველოში ოჯახებიც კი ინგრევა უსახსრობის გამო , ბუნებრივია ნებისმიერ ცოლს ,შვილს ან თუნდაც მშობლებს უნდათ მისი მეუღლე ,მამა და შვილი ისეთივე წარმატებული იყოს როგორც თქვენი მეზობელი ან თუნდაც კლასელი ან თუნდაც ნათესავი , რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს თავის ოჯახს , დადის ბოლო მოდელის ავტომობილით და ისეთივე ავტომობილებით ანებივრებს ცოლსაც ,შვილსაც და მშობლებსაც , წელიწადში ორჯერ დადის დასასვენებლად , ეხმარება ნათესავებს მას იცნობს ყველა და პატივს ცემს ყველა იმიტომ რომ , ის ძლიერია ,ფინანსურად ძლიერია ,. ასეთი ადამიანს მეუღლეც , შვილიც , მშობლებიც ,მეგობრებიც და ნათესავებიც უფრო მეტ პატივს სცემენ და უფრო მეტადაც უყვართ . ჩვენ კი ადამიანები რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ვდგავართ ასეთ ადამიანებთან გვერდით ყოფნის დროს თავს დაკოპლექსებულად ვგრძნობთ, არადა ზემოთხსენებული ფინანსურად ძლიერი ადამიანები ხომ ჩვენს გვერდით იზრდებოდნენ ჩვენთან ერთდ, ზუსტად თნაბარ პირობებში ???
იმედია ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ საქართველოს რეალობას თქვენც ნაწილობრივ ეთანხმებით და თუ კი რაში ხედავთ გამოსავალს ??? მე ერთ პროვინციიდან არა პროვინციელ პიროვნებას მაქვს საკუთარი გეგმები ოცნებების დონეზე ამ მდგომარეობიდან გამოსვლისათვის !!! ალბათ ყველას გვიტრიალებს თავში ათასი ბიზნეს გეგმა??? მაგრამ საწყისი კაპიტალის არ ყოფნის გამო ვერ ვახერხებთ ამას . მე დამებადა ასეთი იდეა ??? დავეხმაროთ ერთმანეთს ჩვენი ბიზნეს ოცნებების განხორციელებაში . როგორ ??? ძალიან ბევრი რამ არის ისეთი რაც ერთ ადამიანს არ შეუძლია მაგრამ შეუძლია ათს ან ოცს ,. მოკლედ შევქმნათ 10 კაციანი 20 კაციანი , მაქსიმუმ 25 კაციანი ჯგუფი ან ჯგუფები , სხვა და სხვა კუთხიდან , სხვა და სხვა გამოცდილების სხვა და სხვა ასაკის ადამიანები რომლებსაც აქვთ სამსახური ან თუნდაც არ ააქვთ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს , მთავარია შევძლოთ რაგაც თანხის დაბანდება . ეს როგოორ ??? მაგ: შევიკრიბეთ 20 ადამიანი რომელსაც სჯერა ამ იდეის და არ ეშინია გამოწვევების და მზად არის იმუშავოს გუნდთან ერთად , საკუთარი და მისი გუნდის წევრების წარმატებისათვის და შემოსავლების ზრდისათვის . პირველ რიგში აუცილებელია სურვილი და რწმენა რომ ყველაფერი გამოგვივა , შევხვდეთ ერთმანეთს ვისაუბროთ ჩვენს გეგმებზე და ერთად გადავწყვიტოთ ვისი იდეა უფრო მეტ წარმატებას მოიტანს ჩამოვაყალიბოთ, ასე ვთქვათ საკუთარი დირექტორთა საბჭო შევქმნათ ., და უმრავლესობით არჩეული ბიზნეს იდეა დავაფინანსოთ ერთად ,?! რაც ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე ცალ-ცალკე , რა თქმა უნდა არავის არ ააქვს იმის ილუზია რომ ეს სიტყვიერ შეთანხმების საფუძველზე იქნება , ყველაფერი ნოტარიულად და კანონმდებლობის საფუძველზე უნდა შეთნხმდეს . ჩემო ძვირფასო მეგობრებო თუ მოვინდომებთ ყველაფერი გამოგვივა , პირადად მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც არ ეგუება ზემოთხსენებულ რეალობას და ფიქრობს განვითარებაზე შეიძლება ითქვას ოცნებობს და ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის ეს მიმართვაც ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯია ამ წარმატებისკენ , რომელიც შეიძლება არც კი განხორციელდეს მაგრამ ,ამით ხომ არაფერს ვაშავებ ? ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რატომ არ შეიძლებოდა იგივე სიტყვებით მიმემართა ჩემი გარემოცვისთვის ან ჩემი თანაქალაქებისთვის ??? ამის პასუხად გეტყვით რომ , პირველ რიგში უფრო მეტი სივრცე მინდა ანუ რას ვგულისხმობ მინდა ვიყოთ სხვა და სხვა კუთხის სხვა და სხვა სამსახურების ,სხვა და სხვა გამოცდილების ადამიანები .
მოდით ვისაუბრებ კონკრეტულ გეგმაზე რამაც გამიჩინა ამ წერილის დაწერის სურვილი ,გეგმა რომლის განხორციელება მომგებიანად მიმაჩნეია მაგრამ არ შემიძლია საკმარისი საწყისი კაპიტალის არ ქონის გამო .
იმ შემთხვევაში თუ გჯერათ ამ იდეის ან პროექტის ასე დავარქვათ „დავეხმაროთ ერთმანეთს ჩვენი ბიზნეს ოცნებების განხორციელებაში “ დავიწყოთ ფიქრი გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი იდეები,ჩვენი ბიზნეს გეგმები და საუკეთესო მათ შორის დავაფინანსოთ . როგორ წარმომიდგენია ამ პროექტის განხორციელება ??? თუ შეიქმა 20 კაციანი ჯგუფი !!! ამ ჯგუფის ყველა წევრი იქნება თანაბარ უფლებიანი , ამ ჯგუფის წევრები ხმის უფრავლესობით აირჩევენ ბიზნეს იდეას ,ჯგუფის ყველა წევრი იდეის განსახორციელებლად გაიღებს თანაბარ საწესდებო კაპიტალს , ჯგუფი ხმის უმრავლესობით აირჩევს ამ ჯგუფის ხელმძღვანელს , ჯგუფი აირჩევს საუკეთესო იდეიის უკეთ განხორციელებისათვის საჭირო ადამიანს იმ შემთხვევაში თუ ასეთი ადამიანი ჯგუფში მოიძებნება მას დანიშნავს არჩეული პროექტის დირექტორად, ჯგუფის წევრები იქნებიან პასუხისმგებელი იდეების წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც , და ასე შემდეგ სხვა დეტალები შეგვიძლია შევათანხმოთ ისევ ჯგუფის წევრებმა ხმის უმრავლესობით და დავაკანონოთ საქართველოს კანონმდებლობით .
მე როგორც ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ეხლავე შემოგთავაზებთ ჩემს იდეას და ვიმსჯელოთ ამა იდეაზე . თქვენ თქვენი შემოგვთავაზეთ და ავირჩიოთ საუკეთესო რომელიც მეტ შემოსავალს მოგვიტანს.
ბიზნეს გეგმა N 1
მოკლედ იყიდება მიწის ნაკვეთები თხილის პლანტაციის გასაშენებლად დასაწყისისათვის საკმარისია 10 ჰა რომლის დამუშავებისათვის საჭიროა 50 ათასი ლარი , დამუშავებაში იგულისხმება ( შემოღობვა , მიწის დამუშავება ,დარგვა ) დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია კონკრეტულად ჩამოვაყალიბო თუ რას რამდენი სჭირდება რომლის ჯამიც შეადგენს 50 ათას ლარს .
10 ჰა მიწის ნაკვეთზე დაირგება 6000 (1ჰა ირგვება 600 ძირი ) ძირი თხილის ნერგი, რომელიც დაახლოებით 4-6 წელიწადში იქნება შემოსავლიანი , თითო ძირზე სრული შემოსავლიანობის პერიოდში ანგარიშობენ 3-5 კილოგრამ თხილს ერთ ძირზე . 1 კგ თხილის ფასი დღეს შეადგენს 9,8 ლარს და რეალურია მისი ზრდის პერსპეკტივა მომავალ წლებში.
მარტივად და ზოგადად რომ ჩამოვყალიბდეთ , მაგ: თუ ჯგუფის 20 წევრი გადაწყვიტავს ამ გეგმის განხორციელებას ხმის უმრავლესობით საწესდებო კაპიტალი გაიყოფა 20 ჯგუფის წევრზე და გამოვა 2500 ლარი ერთ წევრზე .
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რაც მომავალში მინიმუმ 2 ჯერ მაინც გაიზრდება მინიმუმ შემოსავალი 4 წლის შემდეგ იქნება :
1) 10ჰა მიწა უძრავი ქონება (მაგ: 20 ჯგუფის წევრის საკუთრებაში ანუ 0,5ჰა წევრზე ) მიწის ღირებულებაც დღითი დღე მატულობს საქართველოში
2) 10ჰა მიწაზე დარგული 6000 ათასი თხილის ნერგი სადაც ერთ ნერგზე 3-5 მდე კგ თხილი მოდის
3) თუ ვიანგარიშებთ მინიმალურ რაოდენობას მოსავლისას ანუ 3 კგ თხილს ერთ ძირზე , 6000 * 3კგ უდრის 18000 კგ თხილს , და ფასის ზრდის ტენდენციის პირობებში ავიღებთ 2015 წლის 1 კვარტალის ფასს 9,8ლარს შემოსავალი გამოგვივა 18000კგ * 9,8ლარზე უდრის 176400 ლარს ..
4) 176400 გავყოთ 20-ზე გამოდის 8820 ლარი ერთ წევრზე წელიწადში
5) გმოდის რომ 2500 ლარის დაბანდების შედეგად , 4 წლის შემდგომ რომელიც გაგრელდება მრავალი წლის განმავლობაში და თხილზე ფასი ყოველწლიურად იზრდება ჩვენ გვექნება 8820 ლარი წელიწადში რაც თვეში უდრის 735 ლარს .
6) მაგრამ, ჩვენს შეგვიძლია 4 წლის შემდეგ მიღებული მინიმუმ 176400-200000 მდე ლარი დავაბანდოთ ახალი მიწების ყიდვაში და დამუშავებაში რომელიც გაორმაგებს ან თუნდაც გახუთმაგებს ჩვენს შემოსავალს
7) ყველაზე მთავარი ის არის რომ ამ პერიოდში ისევე როგორც დღეს ჩვენ ჩვენს საქმეებსაც ისევე გავაკეთებთ როგორც ეხლა მაგრამ დიდი მოლოდინით და მომავლში წარმატების უტყუარი იმედებით .
ეს რაც შეეხებოდა ჩემს გეგმას რომელიც რეალურია და მაგალითისთვის დავწერე .
მოკლედ ჩემო ძვირფასო პოტენციურო ჯგუფის წევრებო ველოდები თქვენს გამოხმაურებას და თქვენს ბევრად უფრო დიდი წარმატების მომტან ბიზნეს იდეებს მე მზად ვარ გავიღო საწესდებო კაპიტალი .
პატივისცემით .
გ.ჯ 27 წლის