https://www.facebook.com/events/1659794110935173/გიორგობის (ქურმუხობის) დღეასასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბერს, ტურისტული სააგენტო "Effect tour Georgia" გთავაზობთ ერთდღიან ტურს ქვეყნის „რკინის ჭიშკრად“ წოდებულ ისტორიულ ჰერეთში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული.
ეს ტური საუკეთესო საშუალებაა საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქრისტიანული ტაძრების მოსალოცად. ქურმუხობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აგრეთვე, საშუალება გვექნება მოვინახულოთ ჰერეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები, დავესწროთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, გავეცნოთ ადგილობრივ ქართველებსა და მათ ტრადიციებს.
მოსანახულებელი ადგილები:
1) კავკასიის დიდი კედლის ნანგრევები;
2) კახის წმ. გიორგის ეკლესია;
3) თამარის ხიდი;
4) ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია (ამ ტაძართან ახლოს გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება);
5) ალიბეგლოს წმ.ნინოს სახელობის ეკლესია.
ტურის დეტალები:
მარშრუტი: თბილისი - ლაგოდეხი - ჰერეთი(საინგილო) - თბილისი;
ტურის სახეობა: კულტურულ-პილიგრიმული;
სატრანსპორტო საშუალება: ევროკლასის მიკროავტობუსი/ავტობუსი;
კვება: ინდივიდუალური;
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე;
მანძილი ერთი მიმართულებით: 300 კმ;
შეხვედრისა და გასვლის ადგილი და დრო: 05:00 სთ / სასტუმრო რედისონი (ვარდების მოედანი);
თბილისში დაბრუნების დრო: 23:00 საათი;
ტურის ღირებულება:
05.11.2015-დან – 11.11.2015-ის ჩათვლით - 60ლ
12.11.2015-დან - 20.11.2015-ის ჩათვლით - 65ლ
საბანკო ანგარიში მიმღები: შპს ეფფექტ ტურ ჯორჯია
საქართველოს ბანკი - საბანკო კოდი : BAGAGE22
ანგარიშის ნომერი :
GE81BG0000000783020600
ფასში შედის:
1) ტრანსპორტირება;
2) გიდი;
3) ფოტოგადაღება;
4) სასმელი წყალი;
5) coffee break.
სიაში ჩასაწერად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
599 56 97 98
Effecttourgeorgia1@gmail.com
მარიამი
გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 3 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:
საინგილო მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ საზღვარზე გადასვლა ხდება მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით. ID ბარათი არ მოქმედებს.
საერთაშორისო პასპორტში რამდენიმეჯერ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას საზღვარზე პრობლემა (რაზეც სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას).
საჭირო ეკიპირება !!!
მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
ტურის განრიგი:
04:30 - შეკრების დრო;
05:00 - გასვლის დრო;
07:30 - ლაგოდეხში ჩასვლა;
07:30 – 10:00 - სასაზღვრო პროცედურები;
10:00 – 11:00 - გადაადგილება კახის მიმართულებით, კავკასიის დიდი კედლის მონახულება;
11:00 – 11:50 - ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესიის მოლოცვა;
12:00 – 14:00 - წირვაზე დასწრება კახის წმ. გიორგის ეკლესიში;
14:00 – 15:00 - თამარის ხიდზე ასვლა, (კარგი ამინდის შეთვხვევაში - სამაროვანი);
15:30 – 17:00 - ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის მოლოცვა, ღონისძიებაზე დასწრება;
17:30 - ტურის დასასრულს პიკნიკი;
20:00 - გამოსვლის დრო.
ტური არის ისტორიული, საინტერესო და მრავალფეროვანი, დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული ისტორიული ძეგლი, რასაც მოვინახულებთ.
გამოიყენე უნიკალური შანსი და მოინახულე ჰერეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები.
ტურს უმასპინძლებს ჩვენი მეგობარი, ბევრისათვის საყვარელი პოეტი ზაზა სუყაშვილი, რომელიც წარმოშობით ჰერელია და ტურის განმავლობაში თვითონ გაგვაცნობს ჰერეთის კულტურასა და ისტორიას.