ჯანდაცვის მინისტრის დაპირების საპირისპიროდ, მედიკამენტები ძვირდება
მიუხედავად მთავრობის არაერთი დაპირებისა, საქართველოში ჯანდაცვის, მათ შორის მედიკამენტების ღირებულება წლიდან წლამდე ძვირდება. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეში ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები 11.1 %-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ღირებულება ძირითადად ფარმაცევტულ ნაწარმზე, 27.4 %-ით გაიზარდა. ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებითაც 2 პროცენტითაა გაზრდილი, აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ფასები ძირითადად ფარმაცევტულ ნაწარმზე, 6.7 %-ით იყო გაზრდილი.
PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მედიკამენტები ბოლო პერიოდში მართლაც გაძვირდა, თუმცა ზრდა 10-15 %-ს არ გასცდენია.
„არ მგონია, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა ყოფილიყო - საქსტატი ხშირად ვერ ითვლის რაღაც-რაღაცებს. მაგალითად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების გამო, რომელიც ქვეყანაში უფასოდ შემოვიდა, მედიკამენტების იმპორტი დაუჯერებელ ციფრებამდე აიყვანეს და ლამის პირველ ადგილზე გაიყვანეს იმპორტში.
მე ვფიქრობ, რომ 10-15 %-ს არ გასცდენია ფასების გაძვირება და ეს ყველა მედიკამენტს არ შეხებია. კონკრეტულად რა და რატომ გაძვირდა, ვერ გეტყვით, მე ოპერატიულ მართვაში არ ვარ" - აცხადებს ოქრიაშვილი.
ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასის 5-დან 20 %მდე ზრდაზე სხვა მედიასაშუალებებიც წერენ. BPN-ის ინფორმაციით, ფასმა არამხოლოდ სარეცეპტო, არამედ ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც მოიმატა. როგორც მათ რამდენიმე აფთიაქში განუცხადეს, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები გაძვირდა. აფთიაქებში წამლებზე ფასის მატებას კვლავ ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.
200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიაფებას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პროგნოზირებდა. იგი აცხადებდა, რომ ფასები არანაკლებ 50 %-ით დაიწევდა, მომავალი წლისთვის კი მინისტრმა მოსახლეობას ათასამდე დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების გაიაფების პირობაც მისცა.
პირველადი მოხმარების მედიკამენტების ზამთრის დადგომამდე გაიაფების დაპირება დავით სერგეენკომ ბოლოს გასულ თვეშიც გასცა. ოქტომბერში მინისტრმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე ფასი 200-მდე მედიკამენტზე შემცირდებოდა.
„ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ფასების ცვლილებას ვერ აკონტროლებს, მაგრამ დგამს ნაბიჯებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პირველადი მოხმარების წამლებზე შემოდგომის ბოლოს ფასებმა დაიწიოს. საუბარია ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებელი საშუალებები, დიაბეტის დასარეგულირებელი და სხვა" - განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა.
რატომ ვერ სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს დაპირებები და ძალაშია თუ არა მედიკამენტების გაიაფების გეგმა, ამ საკითხზე განმარტებების მოპოვებას „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროსგან ცდილობს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=29085&cat_id=5სგ, სგ ბიძინას
მეოთხე ახუიწელნი წელია ხალხოო
ესეიგი საყოველთაო დაზღვევაო, სამაგიეროთ წამლების ფასები იმატებს კატასტროფულად
მხოლოდ 1 წლის მანძილზე ოფიციალურად მთავრობის მონაცებით (საქსტატი სამთავრობო უწყებაა) მესამედით გაიზარდა წამლების ფასი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 11 Nov 2015, 22:51