მოგესალმებით მეგობრებო

პრაღაში იმართება ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი რომლის ორგანიზატორიცაა ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო კომპანია money polo (https://moneypolo.com/), სადაც მონაწილეობას იღებენ ჩეხეთში მცხოვრები უცხოელები. ძირითადად წარმოდგენილია დსთ-ს ქვეყნები. კონკურსში 12 მონაწილეა მათ შორის ჩვენი ქართველი კონკურსანტებიც არიან ლაშა ნავერიანი და ლიკა შენგელია რომლებიც პოპულარიზაციას უკეთებენ ქართულ ეროვნულ ტრადიციულ ცეკვებს ჩეხეთში. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს 50 000 ჩეხურ კრონს რაც დაახლოებით 5000 ლარია. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი კონკურსანტები ამ თანხას გამოიყენებენ ქართული ცეკვის სტუდიის გასახსნელად. რა თქმა უნდა ეს თანხა არ არის საკმარისი, თუმცა ნაწილობრივ დაეხმარებათ
ხმის მიცემა ძალიან მარტივია და ხდება საიტიდან:
http://talent.moneypolo.com/en/#naveriani . ხმის მიცემა შესაძლებელია 4 ექაუნთიდან ცალ-ცალკე ყოველ 8 საათში ერთხელ 29 ნოემბრის ჩათვლით. ეს ექაუნთებია: VKontakte, facebook, Instagram და google. ანუ თქვენ თუ დარეგისტრირებული ხართ ოთხივე საიტზე, შეძლებთ მისცეთ 4 ხმა ყოველ 8 საათში ერთხელ ცალცალკე ამ 4 ექაუნთის საშუალებით

ხმის მისაცემად გადადით მითითებულ ლინკზე და დააკლიკეთ ან გულის ნიშანზე ან ''Vote for Lasha'', ამის შემდეგ გაიხსნება ახალი ფანჯარა და დაინახავთ ზემოთ მითითებულ 4 საიტის ლოგოებს(VKontakte, facebook, Instagram და google). დააჭჲრეთ იმ საიტის ლოგოს რომელის მომხმარებელიც ხართ. ეს პროცედურა წაგართმევთ რამოდენიმე წამს, თუმცა თქვენი აქტიურობა აისახება ჩვენი ქართველი კონკურსანტების მხარდაჭერაში.
ეხლა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი დიდი კონკურენტია რუსი კონკურსანტი. ეს კონკურსი დაახლოებით 20 დღეა მიმდინარეობს და დღემდე ვინარჩუნებდით ძირითადად 1 ადგილს, თუმცა რუსები აშკარად გააქტიურდნენ და საკმაოდ დიდი ხმების რაოდენობით გაგვისწრეს და გადავიდნენ 1 ადგილზე. ეს გასაკვირი არ არის მოსახლეობის რაოდენობით ისინი ჩვენზე ბევრად მეტნი არიან. ჩემი დიდი სურვილი იქნება თუ რაგბის შემდეგ ამ პაექრობაშიც ერთად დავდგებით და დავამარცხებთ რუს კონკურსანტებს. 2 რუსი კონკურსანტი იღებს ამ კონკურსში მონაწილეობას VSEVOLOD TOKMAKOV და IGOR OCHEPOVSKY. VSEVOLOD TOKMAKOV-ს თითქმის ყვენალაირი შანსი აქვს დაკარგული რადგან მას 200 ხმაც არ აქვს, თუმცა IGOR OCHEPOVSKY-ის ხმათა უმრავლესობა აქვს და ლიდერობს კიდევაც 5000-ზე მეტი ხმით.
მოკლედ მეგობრებო ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და მხარი დაუჭიროთ ჩვენს ქართველ კონკურსანტებს ყოველ 8 საათში ერთხელ 29 ნოემბრის ჩათვლით ამ საიტზე:
http://talent.moneypolo.com/en/#naveriani . ეს კონკურსი არის გამძლეობაზე, ვინც გაუძლებს 29 ნოემბრამდე და დააგროვებს ხმათა დიდ რაოდენობას ის გაიმარჯვებს, მითუმეტეს ასეთი პრინციპული კონკურენტი გვყავს კონკურსანტი რუსეთიდან. თქვენ ამით მხარს დაუჭერთ არა მხოლოდ ლაშა ნავერიანს, არამედ საქართველოს და ქართული ცეკვის პოპულარიზაციას და გაცნობას ევროპაში.
ხმას ვაძლევთ ამ ლინკზე: http://talent.moneypolo.com/en/#naveriani ჩვენი კონკურსანტების სარეკლამო ვიდეო:
P.S თემის გახსნა შეთანხმებულია ამ განყოფილების მოდერატორებთან. თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არ მოგერიდოთ
ადამიანი მაშინ რწმუნდები სამშობლოს სიყვარულში, როდესაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფები © GURAMI19
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს. © მუხრან მაჭავარიანი
Life is full of difficult decisions !!!