„რუსთავი 2“-ს მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
12 ნოემბერი 15:110
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისთვის წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. დაკავებულების ადვოკატები წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლო დარბაზში. დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდები არც გამოძიებისთვის აპირებენ ხელის შეშლას და არც ქვეყნის საზღვრების დატოვებას, ამიტომ მათთვის გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ს მხარდამჭერი აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები არიან ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.
მათ ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართლიანობა კუნტრუშებს
თუ იცით ამ გოგოს ცემისთვის რატომ არ მოეთხოვა პასუხი რომელიმე მრაკობესს?