crocodile
მიყვარს გემრიელი ადამიანები

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8749
წევრი No.: 82754
რეგისტრ.: 19-January 09
|
#44194753 · 31 Mar 2015, 18:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 31 მარტია და ბუნებრივია, რომ ფორუმი ზვიად გამსახურდიას გვერდს ვერ აუვლის. კიდეც გაიხსნა რამდენიმე თემა და როგორც მოსალოდელი იყო, მწვავე პოლემიკაც წარიმართა. შემეძლო ამ პოლემიკაში ჩავრთულიყავი, მაგრამ ჩავთვალე, რომ რაღაც გასაკუთრებული უნდა მეთქვა (როგორც ყოველთვის) და ახალი თემის გახსნა უფრო უპრიანი იქნებოდა
აი, ინტელიგენციაო - წითელიო, ოკუპანტების გამოზრდილი და თავისი დაკარგული პრივილეგიებისათვის ბრძოლას გადააყოლა ქვეყანაო მერამდენედ - ერთი და იგივე მეორდება თემიდან თემაში, წლიდან წლამდე კი, არის ამაში სიმართლის მარცვალი მაგრამ ეს არის ნახევარი სიმართლე ნახევარი სიმართლე კი ზოგჯერ ტყუილზე უარესია ტყუილისათვის საზღაური სიკვდილია (ბიბლიაშია ასე ნათქვამი) თუ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ, დიდია იმის შანსი, რომ ანალოგიური შეცდომები ისევ გავიმეოროთ
მაქვს პრეტენზია შევეცადო, რომ სიმართლე დავინახო და დაგანახოთ მთლიანად
დავეყრდნობი უტყუარ ფაქტებს და თითქმის უტყუარ დებულებებს
1 როცა ხელისუფლება იცვლება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხელისუფლება იცვლება რევოლუციურად ან რევოლუციურთან მიახლოებულ სიტუაციაში, ერთი სიტყვით - ემოციურ ტალღაზე, საზოგადოების გარკვეული საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველთვის კარგავს გარკვეულ პრივილეგიებს
ზვიადის ხელისუფლებაში მოსვლისას, პრივილეგიები დაჰკარგეს კომუნისტებმა და მათგან პრივილეგიებ-მინიჭებულმა, ნასარგებლებ-ნაპატიებმა ინტელიგენციამ
პუტჩის შემდეგ ზვიადისტების მიერ პრივილეგიების დაკარგვაზე საუბარი უხერხულია, თუმცა - არც უამისობა იყო
- ვარდების რევოლუციის შემდეგ, თამაშგარე აღმოჩნდა მოქალაქეთა კავშირის დიდი ნაწილი და ისევ აქტუალური გახდა ძველი დაპირისპირება - წითელი, კორუმპირებული ინტელიგენცია VS დანარჩენები დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცალსახა გამყოფი მიჯნა არც მანამდე არსებობდა, მაგრამ ამჯერად ეს დაყოფა უკვე თვალსაჩინოდ ხელოვნური და გაზვიადებული გახლდათ
- 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პრივილეგიებ-დაკარგული აღმოჩდნენ ნაციონალები და მათი მომხრეები, მათი გაზულუქებული ვარდისფერი ინტელიგენცია, მასმედია, არასამთავრობოები
პრივილეგიებ - დაკარგულად შეიძლება ჩათვალოთ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც ვერ შეძლეს ხელისუფლებაში მოსვლა ამა თუ იმ შემთხვევაში და შესაბამისად - პრივილეგიების მოპოვება
მაშ ასე - პრივილეგიების დაკარგვა და მის მოსაპოვებლად ბრძოლა არის გარდაუვალი, ჩვეულებრივი პოლიტიკური თუ სოციალურ-პოლიტიკური პროცესი და ამაში არაფერია განსაკუთრებული და ტრაგიკული, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ეს ბრძოლა შეიძლება გახდეს განსაკუთრებული და ტრაგიკული, განსაკუთრებული და ტრაგიკული გარემოებების დამთხვევისას
2 ხელისუფლებაში მოსული ძალა, განსაკუთრებით - ეროვნულ ტალღაზე მოსული, ექსკლუზიურად ისაკუთრებს პატრიოტიზმზე უფლებას და ყველას, ვინც მას უპირისპირდება, ავტომატურად რიცხავს მოღალატეებში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სამართლიანი მათი (ოპოზიციის) პრეტენზია ხელისუფლებისა და პრივილეგიების გადანაწილებაზე. ამდაგვარი პროპაგადა ქვეყნისათვის იმდენად მავნებელია, ძნელია შეაფასო. მოღალატეები ქვეყანას არასოდეს აკლდა, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, მაგრამ ასეთ დროს, ყველაზე ჯანსაღი ოპოზიციური ძალაც კი განწირულია მარგინალიზაციისათვის, ხოლო ხელისუფლებას ეხსნება ხელ-ფეხი - აკეთოს რაც უნდა, მოღალატეებისაგან ქვეყნის გადასარჩენად მოსახლეობა ხელისუფლებას აძლევს კარტ-ბლანშს და ხელისუფლებაც, კარგ საქმეებთან ერთად, აკეთებს უამრავ იდიოტობას
ესეც გარდაუვალია
ეს ზოგადი დებულებები ახლა ფაქტები
პუტჩი - შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლების დამხობა, არ მოუხდენია ოპოზიციას, მითუმეტეს - ინტელიგენციას, ნწუ თუმცა - ოპოზიცია, მათ შორის ინტელიგენცია, ამ გადატრიალებაში ნამდვილად მონაწილეობდა, შეიძლება მეტიც ვთქვათ - მათი ნაწილი გადატრიალებაში დიდი ენთუზიაზმითაც ჩაერთო,
მაგრამ პუტჩი არ იქნებოდა, რომ არა კიტოვანი, " მრგალ მაგიდაში" შემავალი პარტიის - ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი, დანიშნული უზენაესი საბჭოს მიერ, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ეროვნულ ხელისუფლებას თითიდან გამოწოვილი საბაბით და ეროვნული გვარდიის ნაწილთან ერთად, გავიდა რკონში, თავისი ტანკებით და ქვემეხებით ცოტა ხანში კი რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ამოჰყო თავი, მოსუქდა და მოძლიერდა ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული და საბედისწერო გარემოებების დამთხვევა მოხდა
ახლა კი, რაც მთავარია და რისთვისაც გავხსენი თემა (გამოკითხვა აჯობებდა): ისევ რომ შეიქმნას რამე არასტანდარტული, განსაკუთრებული სიტუაცია, ვთქვათ, მთავარსარდალი რომ განუდგეს ხელისუფლებას, თავისი მომხრე ჯარის ნაწილებთან ერთად (მიზეზი დაილევა თუ რა) ასეთ შემთხვევაში პრივილეგია-დაკარგული ნაცები, ყოფილი მაღალჩინოსნები - სამხედრო თუ პოლიციელები, ყოფილი გუბერნატორ-გამგებლები ვარდისფერი ინტელიგენცია მათი ერთგული მედია, არასამთავრობოები შექმნიან თუ არა გადატრიალებისათის საჭირო პოლიტიკურ ფონს და ჩაერთვებიან თუ არა სამხედრო გადატრიალებაში, აიღებენ თუ არა იარაღს ხელისუფლების წინააღმდეგ ?
მე ეჭვიც არ მეპარება, რომ - დიახ, აიღებენ ბევრს ერთი სული აქვს, რომ სიტუაცია ამდაგვარად განვითარდეს და. არც მალავს ამას, სასოებით ზეთავს და აპრიალებს სახლში შენახულ მაუზერს და გულში შენახულ ბოღმას ლესავს
მოდით დიდგორ, ლევანი-მუ შენც, ახალირევოლუცია-ვ და სხვებო
სულო, შენ მანათი მეტი დადე და შენც მოდი
განა ასე არ არის?
მიზეზი და საბაბი იქნება რასაკვირველია, ისეთივე საპატიო და წონიანი, როგორიც კიტოვანს ჰქონდა: (გამსახურდია) რუსებს დაემორჩილა და მათი მოთხოვნით დაშალა და განაიარაღა ქართული ჯარი
ასე იქნება დიდი ალბათობით
და თქვენ, ვინც იმ წითელ ინტელიგენციას აგინებთ და ამავე დროს, ელოდებით ასეთ შანსს, მითუმეტეს - გაქვთ ფერადი რევოლუციების გამოცდილება, რითი ხართ მათზე უკეთესი? არაფრით ვერც იქნებით, ვერც ვიქნებით საუთარ თავს ვერავინ გადავახტებით ეს სავალალო ლოგიკაა და ის არ შეცვლილა მართალია პუტჩმა თითქოს რაღაც გვასწალა, მაგრამ - აბა დადგეს შესაფერისი მომენტი - ყველაფერი უეცრად როგორ დაგვავიწყდება!
უბრალოდ, რაც დრო გადის, ამდაგვარი არასტანდარტული სიტუაციების შექმნის შანსები იკლებს და ესაა მთავარი
ვინც ბოლომდე წაიკითხეთ, მოდელირებული რევოლუციური მთავრობის სახელით, გიცხადებთ მადლობას
This post has been edited by crocodile on 31 Mar 2015, 22:15
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|