#47245216 · 11 Mar 2016, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
10 მარტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩატარებულიყო სენატის სხდომა, რომელსაც უნდა მიეღო კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის გადაწყვეტილება. სტუდენტებმა, მოითხოვეს სხდომაზე შესვლა, რისი უფლებაც გააჩნდათ უნივერსიტეტის წესდების მიხედვით. დასწრებაში ხელი შეუშალათ ჯერ უნივერსიტეტის დაცვამ, შემდეგ კი პოლიციამ, რომელიც მობილიზდა, როგორც უნივერსიტეტის შენობაში, ასევე მის გარეთ და მთელი დღის განმავლობაში ძალადობრივად უშლიდა ხელს სტუდენტებს გადაადგილებულიყვნენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რაც სტუდენტთა გარკვეული ნაწილის ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. საბოლოოდ, შეძლეს კორდონის გარღვევა და გამაგრდნენ სხდომის დარბაზის შესასვლელთან, სადაც დაიწყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მთავარი მოთხოვნით - მოეხსნა გიორგი გაფრინდაშვილს თავისი კანდიდატურა. აქციას ლექტორების დიდი ნაწილი შეუერთდა. საბოლოოდ, სენატის სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა და გაფრინდაშვილმა არ მოხსნა კანდიდატურა.
სტუდენტები ასევე ითხოვენ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის შესახებ; რეფორმირდეს კანცლერის არჩევნები, შეწყდეს თვითმართველობის წახალისება და მათი ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაცია
აქციას 11 მარტს შეუერთდა და სოლიდარობა გამოუიცხადა ილიაუნის სტუდენტებმა
სტუდენტთა მთავარი მოტივი თანასწორობა, ავტონომიის მოპოვება და გათავისუფლებაა
|