ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქვეყანას ტოვებენ, მათ ჩემოდნები უკვე ჩაალაგეს
ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტიურად დაშლილია ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ, სახეშეცვლილი ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერები მალე „მოძმე პარტიების“ სახეები გახდებიან. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს უკრაინაში ეპატიჟება, ნაციონალების ნაწილი გასამგზავრებლად უკვე მზად არის, უფრო მეტიც მათ ჩემოდნები უკვე ჩაალაგეს და სააკაშვილის ზარს ელოდებიან. კულუარული ინფორმაციით ენმ-ს რამდენიმე ლიდერი უახლოეს დღეებში მშობლიურ პარტიას დატოვებს .უკრაინაში გამგზავრების შესახებ ინფორმაციას პარტიის ერთერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანიც ადასტურებს.კანონმდებელმა პარლამენტის ბიუროს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირისთვის პარლამენტში დანიშნულ სხდომებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ფრაქციის წევრთა დიდი ნაწილი კიევში მიდის.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას საკმაოდ ინტენსიური სახე 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით რაიონებში ჰქონდა. ასე რომ ახალი არაფერი ხდება. როგორც „ქართული ოცნების“ პირველი აქტივისტები ამბობდნენ, ყოფილი ნაციონალები წარმატებით დაპორტირდნენ “თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ“ პარტიებში, უფრო მეტიც, ზოგიერთ რაიონში მათ პარტიების თავმჯდომარის სავარძელიც კი ჩაიბარეს.
მაშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ისიც კი განაცხადა, რომ არაფერია განსაკუთრებული, თუ ადამიანი გუშინ სხვა პარტიაში იყო და დღეს სხვაგან გადავიდაო.
– „გაფართოების შემდეგ შეიძლება კიდეც ამ ჯგუფში გაწევრიანდნენ ადრე სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ახლა უკვე ჩვენი პარტიით დაინტერესდნენ, მაგრამ ჩვენი პარტიის შეხედულება ასეთია- გუშინ გაწევრიანებული წევრიც და 20 წლის წინ გაწევრიანებული წევრიც თანასწორუფლებიანია“.
თუმცა, რამდენად თანასწორუფლებიანი იქნებოდნენ არანაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ან საერთოდ სად იქნებოდნენ 2012 წლის არჩევნებში „ოცნებას“ რომ არ გაემარჯვა, რთული გამოსაცნობი არ არის და არც ისაა რთული განსაჭვრეტი- გამოცხადდებოდა თუ არა მათ მიმართაც კოჰაბიტაცია.ვის დატოვებს სააკაშვილი ოდესაში და რა დირექტივებს მიიღებენ მისგან მისი ერთგული კანონმდებლები უცნობია.