#46414816 · 7 Dec 2015, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიტყვა "ობსესია" დასავლურ კულტურაში საკმაოდ პოპულარულია. ძირითადად, ის ასოცირდება სიყვარულთან და სასიამოვნო გრძნობებთან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ინტერნეტ – სივრცეში გაჩნდა სპეკულაციური კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ შეყვარებულობის პირველი ეტაპიის ნეიროქიმიური ძვრები ძალიან ჰგავს ობსესიურ – კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანთა ტვინში არსებულ ნეიროქიმიურ ბალანსს. მე სწორედ იმ ობსესიაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც აღიწერება ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში. რა არის ობსესია ანუ აკვიატებული აზრი? რატომაა მისგან გათავისუფლება რთული? რა არის ფსიქასთენიური აქცენტუაცია და რატომ ფასობენ ე.წ. ობსესიური ადამიანები? სად გადის ზღვარი ჯანსაღ კეთილსინდისიერებასა და დამთრგუნველ მორალურობას შორის? რა კოგნიტურ შეცდომებს უშვებენ აკვიატებების მქონე ადამიანები და რას გვასწავლის ეს აშლილობა ჩვენი კულტურის შესახებ?
--------------------
რა დამღლელია, სულ ერთი და იგივე რომ ხარ . . .
|