აქ გასაგებად წერია:
სტრასბურგთან ჩქაროსნული მატარებლის გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპასაფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგთან სატესტო ჩქაროსნული მატარებელი TGV-ი ლიანდაგიდან გადავარდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" იტყობინება, კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/35...i-daighupa.html