პეიჯერთან ცოტა სასაცილო ისტორია მაქვს:
97-ში, რამოდენიმე მეგობარს გვქონდა ნაქირავები რამოდენიმე მაღაზიის ფართები და ხილ-ბოსტნით ვვაჭრობდით.
პრობლემა იყო კომუნიკაცია,
ზოგჯერ, როცა წავიდოდით "ტავარის" მოსატანად, აღმოჩნდებოდა რომ რომელიმე მაღაზიაში მთავრდებოდა რაიმე ხილი ან ბოსტნეული, კომუნიკაციის არარსებობის გამო კი (მობილური ფუფუნება იყო), ორმაგი მუშაობა გვიწევდა.
მოკლედ,
ვფიქრობდი რა მექნა. პეიჯერიც არ ღირდა იაფი. ღირდა 50 ლარი(ასე მახსოვს) პლუს 15 ყოველთვიური სააბონენტო...
და შემთხვევით გაზეთში ვნახე განცხადება, რომ დელისთან იყო ასეთი კომპანია "ერპრესი", რომელიც პეიჯერის სერვისს სთავაზობდა.
ვინაიდან ეს კომპანია ვერ იყო კონკურენტი "პეიჯინგ-1"-ს, ვიფიქრე აქ დავითრევდი პეიჯერს.
მოვედი ოფისში და გამოვუცხადე რომ ვიყავი გაყიდვების გურუ, და თუ გავხდებოდი მათი პარტნიორი, უამრავ კლიენტს მოვუყვანდი.
სიხარულით ცას ეწიენ...

მახარეს, რომ თითოეულ ახალ კლიენტთან ერთად 10 ლარს მომცემდნენ...
და რათქმაუნდა გადმომცეს ასეთი პეიჯერიც

ჰოდა განევრცო ჩვენი ბიზნესიც
რეკავენ ოპერატორთან, ეუბნებიან 132-ს გადაეცით (ეს ნომერი მქონდა მგონი) 10 კილო ვაშლი 5 კილო კიდევ რაღაც, 8 კილო ის, ეს... წამოიღოს..
მოკლედ, საწყალი ოპერატორები, ამ ნომერს რომ გაიგონებდნენ, უკვე იცოდნენ და ამბობდნენ, აბა, რა აკლია მაღაზიებს ჩამოთვალეთო...
რამოდენიმე თვეში ჩემმა პარტნიორმაც იგივე ტრიუკი შეასრულა და იმანაც გაირტყა პეიჯერი და როგორც იტყვიან, ჩვენს ხელში იყო სრული ორმხრივი სერვისი...
რათქმაუნდა არავინ არ მოგვიყვანია ახალი, სამაგიეროდ თითქმის ორი წელი ვიგრიალეთ მუქთად.
ბოლოს მიხვდნენ რომ ჩვენგან არავითარი ხეირი არ იყო და გამოგვრთეს ქსელიდან....
კარგი დრო იყო.
eVo_aMs_performance ამას დღეს ბევრი ვერ გაიგებს...
This post has been edited by HiStorian on 31 Oct 2015, 10:29
მიმაგრებული სურათი