„ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს „ზეიმობენ“.როგორც უცხოური მედია წერს, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკვე გაჩნდა კომენტარები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი სოციალური ქსელების საშუალებით, გარდაცვლილთა მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს.
„ტვიტერის“ ზოგიერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს:
„ღმერთი დიდია. მადლობა ღმერთს მარტოხელა მგლის თავდასხმებისთვის“.
„ღმერთო, დაწვი პარიზი, როგორც დაწვი მუსლიმები მალიში, აფრიკაში, ერაყში, სირიასა და პალესტინაში“.
„ღმერთი დიდია და 40 ადამიანის გარდაცვალებას ზეიმობს“.
ამასთან, როგორც ირკვევა, სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი ტერორისტულ თავდასხმებს მომხდარიდან რამდენიმე წუთში ზეიმობდა.
რამდენიმე მათგანმა კი, სოციალური ქსელი მომხდარი ფაქტის გასავრცელებლად გამოიყენა.
http://www.info9.ge/uckhoethi/133147-socia...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo