გაიხარე ერო წამებულო
კაგებეს მიგდებული ახალი ულუფა ქართველი ბიდლოსთვის....
,,ბედნიერი საქართველო“ - კიევის ყოფილი მერი საქართველოში პოლიტიკური პარტიას ქმნის
18:23 2015-12-05
ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმები საქართველოში.
საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია იქნმება, რომლის დამფუძნებელიც კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკია. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის თქმით, ამის შესახებ უკრიანელმა ბიზნესმენმა მისივე ფონდის ,,სოციალური პარტნიორობის“ მიერ ქობულეთში გამართულ ღონისიძებაზე განაცხადა. პარტიის სახელწოდებაა ,,ბედნიერი საქართველო“. უცნობია, ვინ იქნებიან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის რიგებში გაწევრიანებული.
ჩერნოვეცკის უახლოეს გეგმებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შედის.
http://newpost.ge/?l=G&id=93831-%E1%83%99%...%83%98%E1%83%90პენსიები უნდა გავზარდოთ 400-500 ლარამდე - ჩერნოვეცკის დაპირება ქართველებს
18:48 2015-12-05
პარლამენტში შესვლისთანავე პენსიები უნდა გავზარდოთ 400-500 ლარამდე - ამის შესახებ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში ახალი პოლიტიკური პარტიის წარდგენისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. კიევის ყოფილი მერი ამბობს, რომ პენსიებისთვის ფული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან უნდა შემოვიდეს. ,,რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა? გადასახადები უნდა გაიზარდოს მდიდრებისთვის ისე, როგორც ისრაელშია. ვისაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს ფულიც უნდა გადაიხადონ“, _ აცხადებს კიევის ყოფილი მერი.
მეგის ქარდავას დაჭერისთვის ჩერნოვეცკი ჯილდოდ 150 ათასს აწესებს
18:53 2015-12-05
მეგის ქარდავას დაჭერისთვის ჩერნოვეცკი ჯილდოდ 150 ათასს აწესებს. როგორც კიევის ყოფილმა მერმა ჟურნალისტებთან კონფერენციაზე განაცხადა, მისი პოლიტიკური პარტია მოძალადეებთან არ ითანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და 2016 წლის საპარალემტნო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
,,საქართველოს პარლამენტში ბუსუსებიან პრეზერვატივზე მსჯელობენ და არა ხალხზე“ - ჩერნოვეცკი
18:36 2015-12-05
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს პარლამენტი ცირკს შეადარა. ,,საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ხალხზე იზრუნებს" - აღნიშნა ჩერნოვეცლომ. კიევის ყოფილი მერის თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ,,ბუსუსებიან პრეზერვატივზე“ მსჯელობენ და არა ხალხზე“ - აღნიშნა უკრაინელმა ბიზნესმენმა. უკრიანელმა ბიზნესმენმა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა. ჩერნოვეცკი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარებით, მათ შორის ხელფასებისა და პენსიების სიმცირით.
ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში მისივე საქვემოქმედო ფონდის ,,სოციალური პარტნიორობის" მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში კონფერენციას მართავს.