პლუტონს ვეპოტინებით და დღემდე შეუსწავლელია ადამიანის ტვინი
ფსიქიკის დაზიანების 1000-მდე ფორმააო ცნობილი (ცნობილი!) და მედიცინა, მხოლოდ რამოდენიმეს კურნავს,
დანარჩენი - მხოლოდ დამუხრუჭება შეუძლია, ან სიმწვავის მოხსნა - სრული გამოჯანმრთელების გარეშე
ადგნენ და ამოიღეს სქესთან დაკავშირებული გადახრები დაავადებების სიიდან...
ვერც მიზეზი დაადგინეს და ვერც მკურნალობენ
ამ ადამიანებს შორის არიან საჯარო პირებიც, მართავენ დიდ კომპანიებს და სახელმწიფოებს...
მათ აქვთ უფლებები და მათ უფლებებს იცავენ...
ეს თემა, გასცდა ადამიანური ტრაგედიისა და პრობლემების სფეროს და იქცა პოლიტიკურ პრობლემად და იარაღად
ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ძალიანაც კარგი
მაგრამ...
ამ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ პირიქით, ამ კანონის მიხედვით, ამ საცოდავი კანადელი მამაკაცის უფლებები ირღვევა
აშკარად ფსიკიქური გადახრაა, რომელსაც უნდა უმკურნალო და არა პოლიტიკური ტოლერანტობის მაგალითად გამოიყენო...
23 წელი ქორწინებაში მყოფმა, 7 შვილის მამამ, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ის არა მხოლოდ მამაკაცი არ არის (როგორც მაგალითად, ცნობილი კრის ჯენერი), - სულაც 6 წლის გოგონაა (რატომ 6?! - ამაშია საქმე) და არშიებიანი წინდებით და თეთრი კოლგოტკებით უნდა იაროს...
არის თუ არა ეს ფსიქიატრიის პრობლემა და თუ ასეა, რამდენად გამართლებულია მისი საჯაროდ გამოფენა და ამ ადამიანების ხარჯზე, პოლიტიკური ქულების დაწერა, საერთაშორისო სამართლის ნორმების და მემორანდუმების დონეზე გეოპოლიტიკური სტრატეგიების აგება?
ან სულაც, მათ წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდა? არის თუ არა ეს კაცი სტრესის მსხვერპლი, რომელსაც ვერ გაუმკლავდა და რომელსაც ვერ შველის მედიცინა, არის ეს გარყვნილება?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)