მოკლედ Galaxy Note 3 ვისაც გირესტარტდებათ და გეჭედებათ ხოლმე, იქნებ გამოგადგეთ ეს თემა. მე ჩემსაზე მოვაგვარე და დავწერ მაგასაც ქვემოთ.
ძირითადი მიზეზები რაც გაჭედვას და გადარესტარტებას შეიძლება იწვევდეს, ვიმეორებ, ძირითადი:
- პრობლემური/სუსტი ელემენტი
- პროცესორის პრობლემა
- Micro SD კარტა
და რაც მთავარია და რაც ჩემსას ჭირდა:
- Google Play Services აფდეითი update
ჩემსაზე რა არ მეგონა, რა არ ვცადე და ბოლოს ძლივს გადავაწყდი სადღაც კომენტარს რომ შეიძლება google play service-ს update მოდის კონფლიქტში სხვა აპებთანო თუ რაღაც ასეთი. ჰოდა მეც ავდექი და მივაშალე ეს აფდეითი (პრინციპში საქართველოსთვის არც არის ეგ მაგრამ ვინც Hola VPN-ს და ასეთებს იყენებს და ყველაფერი უნდა up to date ჰქონდეს, ისინი კი დააყენებდნენ თვითონ). ჰოდა მას მერე არცერთხელ არ გადარესტარტებულა, რა არ ვცადე როგორ არ გავტესტე და არის ეხლა კუკლასავით იდეალურად.
ჰოდა ვისაც მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, შემხვდა უკვე რამოდენიმე და მოვუგვარე, n900t, n900a, n900 მოდელებზეც ასევე იყო, თქვენც იქნებ გამოგადგეთ ეს თემა. თან Note 3 ისეთი ტელეფონია ამის გაჭედვა არმინახავს მე და ეს რესტარტები მაგარი ნერვებისმომშლელი და შემაწუხებელია მითუმეტეს. მიაშალეთ ეს google play service- ს აფდეითი და ნახეთ. თუ არა მერე ელემენტი შეამოწმეთ, მერე sd კარტა და ა.შ. :დ და კიდევ ამის ანინსტალის შემდეგ რამოდენიმე აპი დავაყენე თავიდან, ჯიმეილი, მეპსი და ერთი ორი კიდე.
აბა წარმატებები.
პ.ს. ეხლაც აქიდან ვკრეფ და რამე გაუმართავად თუ დავწერე არვიცი.
This post has been edited by piltakva on 14 Nov 2015, 10:49