გვერდით თემაში წაკითხულმა სრულიად გამაოგნებელმა რიცხვებმა და იმან, თუ რამდენად არაა ეს საგანი შესწავლილი და დაფასებული, ხოლო ბევრს ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მიბიძგა გამეხსნა ეს თემა.
აქ ვიმსჯელოთ მსოფლიო მოსახლეობაზე, რამდენი იყო ის წარსულში სხვადასხვა საუკუნეებში,როგორი იყო მათი ყოფა და ა.შ. განვიხილოთ მისი ზრდის ტენდენციები, ასევე კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს რამდენი მოსახლეობა ჰყავდა წარსულში. დავდოთ წიგნები,ისტორიული აღწერები,დავთრები,საეკლესიო ჩანაწერები,ცხრილები და სერიოზული ანალიტიკური სტატიები,საკონფერენციო მასალები და ა.შ.
დედამიწაზე ახლა 7 მილიარდი ცხოვრობს, თუმცა ჯერ კიდევ 200 წლის წინ მხოლოდ მიაღწია 1 მილიარდს, 1000 წლისთვის ანუ მეორე მილენიუმის დასაწყისისთვის სულ რაღაც დაახლ.300-350 მილიონს ითვლიდა ჩვენი პლანეტის მოსახლეობა.
ვიმსჯელოთ საქართველოს ისტორიულ დემოგრაფიაზეც,სამწუხაროდ ცნობები ძალიან მწირია, თუმცა მათი მიხედვით ასევე სხვადასხვა ირიბი ცნობებით და შედარებებით სხვა სახელმწიფოებთან შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნემდე, ანუ შუა საუკუნეებში (II ათასწლეული უფრო კონკრეტულად) მოძრაობდა დაახლ. 300 000-800 000 ფარგლებში, 300 000 ყველაზე დიდი შემცირებების დროს, ხოლო 800 000 ყველაზე დიდი ზრდის პერიოდებში,საუბარია საკუთრივ საქართველოზე.
დავიწყებ მასალების დადებას:
1.
http://www.amazon.com/exec/obidos/ASIN/8778387256 ეს წიგნი "დანიის მოსახლეობის ისტორია 1600-1939" ავტორი ჰ.იოჰანსენი, უკვე დავლინკე სხვა თემაში. აქ საფუძვლიანი კვლევაა დანიის სამეფოს მოსახლეობის რაოდენობაზე და მათ ყოფაზე მოცემულ პერიოდში, სამეფოს მოსახლეობა XVII საუკუნეში ფასდება <600 000.
2.
http://www.amazon.com/Population-History-E...e/dp/0521356881 ასევე ფასეული წიგნია, "ინგლისის მოსახლეობის ისტორია 1541-1871" ავტორები ე.ვრიგლი და რ.სქოფილდი. ორივე უძლიერესი და აღიარებული ავტორია თავის სფეროში და მათ სხვა არაერთი ნაშრომი აქვთ გამოქვეყნებული.
ეს წიგნი
http://www.amazon.com/Englands-Population-...ulation+History ავტორი ა.ჰინდი,ასევე სერიოზული ნაშრომია. ორივე ამ წიგნში ნახავთ უამრავ წყაროს,დიაგრამას,დეტალურ ახსნას და კვლევას.
ინგლისის მოსახლეობა ელიზაბეთ I-ის მეფობის დასასრულისთვის აღწევს >4 000 000.
3.
http://www.academia.edu/314560/Estat%C3%AD...cas_Portuguesas "პორტუგალიის სტატისტიკური ისტორია", ნ.ვალერიოს წიგნი,ასევე კარგი ნაშრომი, უამრავი მონაცემით მათი სკრუპულოზური დამუშავებით და ანალიზით,შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თუმცა პორტუგალიურ ენაზეა და გუგლ თრანსლეითი დაგჭირდებათ. XV საუკუნისთვის პორტუგალიის მოსახლეობა ფასდება >1 000 000.
4.
http://www.amazon.com/Four-Thousand-Years-...h/dp/0889462070 "ურბანული ზრდის ოთხი ათასი წელი:ისტორიული აღწერა" ავტორი ტ.ჩენდლერი, ძალიან საინტერესო წიგნია.
5.ასევე ჩემი და ბევრის აზრით ერთერთი საუკეთესო წიგნი შუა საუკუნეების უბრალო მოსახლეობის ყოფაზე რაც კი დაწერილა,ეს დემოგრაფებზე უფრო მეტად სოციოლოგებს დააინტერესებთ
http://www.amazon.com/Montaillou-Village-O...4/dp/2070323285, "მონტაიუ, ოქსიტანური სოფელი 1294-1324 წ.წ." ავტორი ემანუელ ლე როი ლადურიე,ამ წიგნმა მას აღიარება და დიდი ავტორიტეტი მოუტანა.
თუმცა რომ არა ის უმდიდრესი ინფორმაცია რაც ჟაკ ფურნიემ მომავალმა პაპმა ბენედიქტ XII დატოვა რომელიც ამ სოფელში ჩავიდა რათა გამოეძიებინა კათარების ერესის გავრცელების მიზეზები ამ მხარეში ეს წიგნი ვერ დაიწერებოდა, სამწუხაროდ ამის მსგავსიც კი არაფერი არ არსებობს საქართველოზე, უბრალოდ არ დაინტერესებულან ასეთი საკითხებით შუა საუკუნეებში აქ

პ.ს. ვიმსჯელოთ არა ზედაპირულად არამედ ნათქვამი გავამყაროთ კონკრეტული წყაროებით, სასურველია სამეცნიერო დონეზე გაზიარებული წყაროებით.
პ.პ.ს. ასევე არ შევიზღუდოთ თავი და დავწეროთ ჩვენი ვარაუდები, როგორია მსოფლიოს მომავალი დემოგრაფიული პერსპექტივები, როგორც ზოგადად ასევე ცალკეული სახელმწიფოების და ერების.
აქ უკვე არავითარი წყარო აღარ გვჭირდება გამოვთქვათ ჩვენი ვარაუდები და მიზეზები რატომაც ვფიქრობთ ასე.
მომავალი მსოფლიოს დემოგრაფია დიდი ხანია აინტერესებს კაცობრიობას და რა მოსაზრებები არ გამოთქმულა,ისეთი აბსურდულიც კი რომელიც მალთუსმა წამოაყენა ასე რომ ყველაფერი მოსულა რაც მომავალს შეეხება დავწეროთ ჩვენი აზრები.
This post has been edited by ingfar on 2 Jan 2016, 14:04