არაა მასე, იმედი ყოველთვის პოზიტიურია და გეხმარება სასიკეთო საქმეში თუ მართლა შეიცანი იმედის ძალა, იმედი ხშირად სურვილებში ერევათ და
ესა თუ ის სურვილი თუ არ ასრულდა მაშინ იმედგაცრუებას არქმევენ... არადა იმედი სულაც არაა სურვილი, ამას კარგი დაკვირვება სჭირდება...
სასოწარკვეთაში სწორედ იმედ დაკარგული ადამიანები ვარდებიან, ვინაიდან ისინი მთავარს კარგავენ ამ დროს... იმ წმინდას რაც კაცობრიობას შემორჩა..
პანდორას ყუთის შესახებ თუ გაგიგია, მან ყუთი გახსნა და ყველაფერს სხვა იერსახე მიეცა, სიყვარულსაც კი გაუჩნდა ეგოისტური მხარე, მხოლოდ იმედი
დარჩა იმ ყუთში და ეს სიმბოლურად ნიშნავს რომ იმედს აქვს დიდი ძალა, ვინაიდან იმედი მხოლოდ პოზიტიურია და სუფთაა... დააკვირდი რას აკეთებს
ნეგატიური ძალა პირველ რიგში? ცდილობს იმედი დააკარგვინოს ადამიანს, ვინაიდან იმედი იცავს და ვერ უმკლავდება ის მათ ვისაც იმედი აქვს, იმედ
დაკარგულებს კი ისე აბურთავებს როგორც მასს სურს... იმედით განკურნებაც კი შესაძლებელია.. მთავარია სწორი გაგება და განცდა იმედის ძალის..
* * *