აბდულ აზიზ ბინ აბდალა: ქმრებს ცოლების შეჭმის უფლება აქვთსაუდის არაბეთის უმაღლესი მუფტი შეიხი აბდულ აზიზ ბინ აბდალა აცხადებს, რომ ქმრებს უფლება აქვს თავიანთი ცოლები შეჭამონ სასიკვდილო შიმშილობის დროს. ამასთანავე სასულიერი პირი დასძენს, რომ ქალებმა წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიონ ქმრებს, რადგან "ისინი მათი ქმრების სხეულის ნაწილნი არიან“. ამის შესახებ წერს „Mirror“-ი.
"თუ მამაკაცი უკიდურესად მშიერია და სახლში საკვებს ვერ პოულობს, მას შეუძლია თავის მეუღლეს მოაჭრას სხეულის რომელიმე ფრაგმენტი და შეჭამოს,“ - განაცხადა თავის ბოლო ქადაგებაში შეიხმა აბდულ აზიზ ბინ აბდალამ.
მისივე თქმით, ქალმა ქმრის ეს გადაწყვეტილება მორჩილებითა და ერთგულებით უნდა მიიღოს.
ამ ქადაგებას სკანდალი მოჰყვა საუდის არაბეთში. განცხადების ტექსტი მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ შეიხმა აბდულ აზიზ ბინ აბდალამ შესაძლოა "დაივიწყა" თავისი არასასიამოვნო გამონათქვამები საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მანამდე უმაღლესი მუფთი გამოდიოდა მოწოდებით, ისლამურის გარდა, გაენადგურებინათ ყველა რელიგიის ტაძრები, ასევე 15 წლის გოგონებისთვის გათხოვების უფლება მიეცათ.
------------------------
დაუჯერეთ, ჭკვიანი კაცია. შიმშილობის დროს გამოადგება ზოგს.
ბოლო წინადადება ვერ გავიგე, რა 15 წელი, 6-8 წლისები მოყავთ ცოლებად.
მიმაგრებული სურათი